Hochschule Mainz – University of Applied Sciences

Mainz University of Applied Sciences არის 1971 წელს დაარსებული უნივერსიტეტი,
რომელიც მდებარეობს გერმანიაში, მაინცში. Mainz-ის გამოყენებითი მეცნიერებების
უნივერსიტეტი შედგება სამი ფაკულტეტისგან: ტექნოლოგიური სკოლა, დიზაინის
სკოლა და ბიზნესის სკოლა. სწავლის ყველა დარგის საერთო მახასიათებელია
უნივერსიტეტის პრაქტიკული ორიენტაცია, სწავლის მოკლე პერიოდები და
საერთაშორისო ორიენტირებული კურსები.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ
შეთანხმებას ხელი მოეწერა 2023 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ
უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის
ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ
უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ჟურნალისტიკა, ბიზნესი;