Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014 წლიდან მოყოლებული.
აღნიშნული პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.
Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ICM-ის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება GIPA-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში.
University of Cordoba
კორდობას უნივერსიტეტი დაარსდა 1972 წელს, ქ. კორდობაში, ანდალუსია, ესპანეთი. ის გთავაზობთ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამებს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, სოციალურ მეცნიერებებში, ჯანმრთელობის მეცნიერებებში, ბუნებისმეტყველებასა და ინჟინერიაში. UCO ესპანეთის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებაა; განსხვავება, რომელიც კიდევ უფრო განმტკიცდება „რაბანალესის 21 სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკისა“ და „მაიმონიდესის ბიოსამედიცინო კვლევის ინსტიტუტის“ შექმნით. UCO არის საერთაშორისო ლიდერი სოფლის მეურნეობის სფეროში.
GIPA-სა და კორდობას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება 2019 წლიდან „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია;