ადამიანური რესურსების მართვა

პირველი პროფესიული პროგრამა საქართველოში

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი გთავაზობთ ინოვაციურ, პროფესიულ სასერტიფიკატო პროგრამას ადამიანური რესურსების მართვაში.

მონაწილეები გაეცნობიან ადამიანური რესურსების მართვის სრულიად ახალ და თანამედროვე ხედვებს.

პროგრამის მიზანია,  მონაწილეებს ჩამოუყალიბდეთ ფართო ხედვა HR ბიზნეს პარტნიორის როლისა და ფუნქციის შესახებ, რაც მიმართულია ორგანიზაციაში ისეთი სისტემების შემუშავებაზე, რომლებიც ხელს უწყობენ ერთი მხრივ, ბიზნესის განვითარებასა და წარმატებას, მეორე მხრივ თანამშრომლებისთვის სამართლიანი და ჯანსაღი გარემოს შექმნას.

კურსი სრულიად პრაქტიკულია და მისი მიმდინარეობის პროცესში მონაწილეები კონკრეტული ორგანიზაციებისთვის შეიმუშავებენ და პროცედურულად გამართავენ შემდეგ HR სისტემებს:

  • თანამშრომლების შერჩევა და აყვანა
  • პოზიციების რანჟირების სისტემა
  • თანამშრომლების პროფესიული განვითარება
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემა
  • ხელფასებისა და ბენეფიტების სისტემა

სწავლება ინტერაქტიულია და ითვალისწინებს აქტიურ ჩართულობას. მონაწილეებს საშუალება ექნებათ დადგეგმონ და გაანალიზონ რეალური HR პროექტები, თითოეული ბლოკის შემდეგ წარმოადგენენ კონკრეტულ პროექტებს/პრეზენტაციებს, ხოლო კურსის დასასრულს - იმუშავებენ შემაჯამებელ პროექტზე. 

კურსი განკუთვნილია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები ამ მიმართულებით;

პროგრამის შინაარსი:

1. ორგანიზაციისა და არმ- (ადამიანური რესურსების მართვა) როლი

  • HR როლი ორგანიზაციაში
  • HR VS HR, როგორც ბიზნეს პარტნიორი
  • ორგანიზაციული სტრუქტურები
  • არმ ძირითადი მიმართულებები
  • თანამშრომელთა მოტივაციის სისტემები

2. რეკრუტმენტი

  • თანამშრომლების შერჩევის სტრატეგია
  • ეფექტური რეკრუტმენტის დანიშნულება ორგანიზაციაში
  • რეკრუტმენტის ეტაპები და მეთოდები
  • გასაუბრების ჩატარების ტიპები და სტრატეგიები
  • ახალი თანამშრომლის ორიენტაციის პროცესი

3. ადამიანური რესურსების განვითარების სისტემები

  • პროფესიული და კარიერული განვითარების სისტემის მნიშვნელოვნება და მოდელები
  • სამუშაოს აღწერილობა (Job Descriptions) და სამუშაოს ანალიზის მეთოდები
  • გრეიდების (რანგების) სისტემის მნიშვნელობა და შემუშავების მეთოდები
  • პოზიციების კატეგორიზაცია და მათზე მორგებული პროფესიული განვითარების კონცეფციის შემუშავება
  • სახელფასო მონაცემებზე დაყრდნობით, სახელფასო ბიუჯეტის შექმნის საფუძვლები

4. თანამშრომელთა შეფასებები და HR კვლევები

  • თანამშრომელთა მრავალკომპონენტიანი შეფასების სისტემები (Performance Appraisal)
  • კვლევის მონაცემების კავშირი სტრატეგიულ გეგმასთან

5. კომპენსაციები და ბენეფიტები

  • ადმინისტრირების საფუძვლები და ძირითადი რეგულაციები.
  • ძირითადი დოკუმენტაციის მართვა და მათი ადმინისტრირება
  • კომპენსაციების კალკულაციის ძირითადი პრინციპები (Payroll)

6. საქართველოს შრომის კანონმდებლობა

  • ადამიანური რესურსების მართვის მარეგულირებელი ქართული საკანონმდებლო ჩარჩო 
  • შიდა ორგანიზაციული სპეციფიკა ადამიანური რესურსების მართვის პროცესში
  • შრომითი დავების გადაწყვეტის გზები და მეთოდები

სწავლის ხანგრძლივობა: 109 საათი.  ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ, კვირის დღეებში 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით- დღის განმავლობაში.

სწავლების ენა: ქართული

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის სერტიფიკატი (HRM Certificate). 

სერტიფიკატი გაიცემა გრეიდების მიხედვით.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: 

  • პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები
  • კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

მაცაცო პაპავა - აქვს ადამიანური რესურესების მართვის სფეროში 14  წლიანი გამოცდილება სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე. განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები HR ბიზნეს სტრატეგიების,  თანამშრომელთა განვითარების სისტემების შემუშავებისა და დანერგვის კუთხით. ძირითადი მიმართულებები - ბიზნეს პროცესების აუდიტი, შიდა ორგანიზაციული კვლევები, თანამშრომელთა შერჩევა,  ტრენინგები და პროფესიული განვითარება. 15+ წლის მანძილზე წამყვანი ტრენერ-კონსულტანტთა პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების  მიმართულებით.

ნანა თვალაბეიშვილი - აქვს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში 12  წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში. უძღვებოდა მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა კომპანიის შიდა ორგანიზაციული გარემოს შესწავლას, ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემების შემუშავებას და დანერგვას. ძირითადი მიმართულებები - ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემები, შიდა ორგანიზაციული კვლევები, ტრენინგები და პროფესიული განვითარება 15+ წლის მანძილზე საქმიანობს როგორც წამყვანი ტრენერ-კონსულტანტი პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების  მიმართულებით.

ნატა სანიკიძე - აქვს ადამიანური რესურესების მართვის სფეროში 10+ წლიანი გამოცდილება, მათ შორის სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე. განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები, ფეიროლ სისტემის შემუშავების, HR სოფტისა და ადმინისტრაციული პროცესების დანერგვის კუთხით. ძირითადი მიმართულებები - ბენეფიტებისა და კომპენსაციის მართვა, პერსონალის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროცესების/დოკუმენტბრუნვის მართვა.

პროგრამის ღირებულება2000 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად

I ეტაპი – 1000 ლარი (სწავლის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში)

II ეტაპი – 1000 ლარი (სწავლის დაწყების მეორე თვეს)

ფასდაკლების სისტემა

პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს. 

ინდივიდუალური ფასდაკლება:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

გადახდა:

გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.

საბანკო რეკვიზიტები:

  • სს „ თიბისი ბანკი“
  • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
  • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2024 წლის 25 სექტემბერი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

სწავლა დაიწყება 2024 წლის ოქტომბრის დასაწყისში. 

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
  • სამუშაო გამოცდილება

თეონა სუხიაშვილი

კოორდინატორი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108

ელ-ფოსტა: t.sukhiashvili@gipa.ge

მობ: +995 598 119 212