პროგრამა „ერასმუს“+-ის ფარგლებში 2018 წლის 10-14 დეკემბერს lavoslav Ružička“-ს გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯში (ქ.ვუკოვარი, ხორვატიის რესპუბლიკა) დაგეგმილ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბატონმა ნიკოლოზ ბაქრაძემ და GIPA-ს ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორმა ბატონმა ვანო ცერცვაძემ.
აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა პარტნიორ უნივერსიტეტში ტრენინგისა და სამუშაოზე დაკვირვების (job shadowing) შესაძლებლობების შექმნით. ასევე, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული იყო საერთაშორისო მობილობის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარება, სასწავლო გეგმების ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო პარტნიორთა ქსელის გაძლიერება.
პროექტის კოორდინატორია ხორვატიის ქ. ვუკოვარის Lavoslav Ružička“-ს გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯი. პროექტში მონაწილეობას ღებულობენ შემდეგი პარტნიორი უნივერსიტეტები: Hercegovina University, University Vitez (ბოსნია და ჰერცოგოვინა), Modern Business School in Belgrade, University Business Academy in Novi Sad (სერბეთი), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).