2018 წლის 29 ნოემბერს, უკრაინის ქალაქ ოდესაში, GIPA Media Lab-ის სტუდენტები ალი ქანიევი და აზიზ ქანიევი, ADAMI Media Prize-ის სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
GIPA-ს სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი იქნა მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური ფილმი "ახალგაზრდობა აშაგი სარალში". ფილმში ნაჩვენებია 19 წლის აზერბაიჯანელი ბიჭის ისტორია, რომელიც ბებიის მოსავლელად მარტო დარჩა, რადგან მისი ძმა და დედა სამსახურის მოსაძებნად თურქეთში გადავიდნენ.
ალიმ და აზიზმა, ფილმი GIPA Media Lab-ის ფარგლებში შექმნეს. აღნიშნული კურსი, GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიის სკოლის, მულტიმედიური და მედია ცოდნის ტრენინგის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოს ეთნიკური უმცირესობების ჩართვას ითვალისწინებს. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს მიერ.
იხილეთ აღნიშნული მოკლემეტრაჟიანი ფილმი: