2018 წლის 16 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) სამდივნოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) 2017 წლის იანვრიდან ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში და მიზნად ისახავს დაეხმაროს მერებს აქტიური როლი ითამაშონ ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. ინიციატივის განხორციელებაზე პასუხისმგებელია M4EG-ის სამდივნო ცენტრალური ოფისით თბილისში. სამდივნოს ჰყავს კოორდინატორები EaP-ის 5 ქვეყანაში.
GIPA ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომლის სტუდენტებსაც ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ჩაერთონ ევროკავშირის პროექტში, აიმაღლონ კვალიფიკაცია და პრაქტიკაში გამოიყენონ თეორიული ცოდნა, მათთვის ტარდება ტრენინგები ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით და პროექტის ბოლო ეტაპზე სტუდენტები მათ მიერ შერჩეულ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად იმუშავებენ ადგილობრივი ეკონომიკური გეგმის შემუშავებაზე.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი GIPA-ს რექტორმა, მაკა იოსელიანმა და პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ ხელმძღვანელმა, პიტერ რ. კორსბიმ მოაწერეს.