8 ნოემბერს, პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის - ISWD Project-ის პროფესიული განთლების კვირეულის ფარგლებში GIPA-ში მეხუთე საფეხურის პროფესიული პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო | MCA - Georgia -ს ფინანსური მხარდაჭერით.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ დაინტერესებული აბიტურიენტები, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, ლექტორები, პროექტის განმახორციელებელი გუნდი და ა.შ.
პროექტის განმახორციელებელი გუნდის წევრებმა და დარგის ექსპერტებმა აბიტურიენტებს გააცნეს პროგრამა და ისაუბრეს ზოგადად დარგის სპეციფიკაზე და მის მნიშვნელობაზე დღევანდელ დღეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პროფესიული პროგრამის შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პირველი და მეორე კურსის სტუდენტები, რომელბმაც აბიტურიენტებს გააცნეს პროექტის ფარგლებში შეძენილი უახლესი აღჭურვილობა და გასცეს პასუხი მათ შეკითხვებს.