30 სექტემბერს, "სტამბა"-ში, GIPA Portfolio Review 2018 გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 72-მა სტუდენტმა, რომელთაგანაც 50 სტუდენტი GIPA-ს წარმოადგენდა, ხოლო დანარჩენი 22 - სხვადასხვა უნივერსიტეტების (სამხატვრო აკადემია; თსუ; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სანდიეგოს უნივერსიტეტი; ილიაუნი; თავისუფალი უნივერსიტეტი; საქართველოს უნივერსიტეტი).
2018 წლის საუკეთესო პორტფოლიოს ავტორი GIPA-სგან დაჯილდოვდა საერთაშორისო ფესტივალ, GOLDEN DRUM-ზე დასწრების სრული პაკეტით, თუმცა რევიუერების რჩევით და გამარჯვებულის ინტერესების გათვალისწინებით, ლევან ზაზარაშვილი გაემგზავრება "US by night - design & creativity festival"-ზე, ანტვერპენში.
ღონისძიებაზე, ტრადიციულად GIPA-ს აუდიოვიზუალური და მედია-ხელოვნების სტუდენტებმა წლის საუკეთესო ლექტორები გამოავლინეს.
რევიუერთა გუნდი:
- კრეატივ დირექტორი - გიორგი პოპიაშვილი;
- დიზაინ დირექტორი - ნიკა კუმბარი;
- MORE Studio-ს დამფუძნებლები და დიზაინერები - რუსლან ბერიძე და ზაზა მესროპოვი;
- არტ დირექტორი - ბესო ყაველაშვილი;
- WINDFOR’s კრეატივ დირექტორები - ნინო გორდელაძე და ბექა მეფარიშვილი;
- მარკეტინგ კონსულტანტი - ნათია გოგიას;
- JWT Metro სენიორ არტ დირექტორი - სანდრო ციცქიშვილი;
- საქართველოს ბანკის კრეატივ დირექტორი - ნიკა გუჯეჯიანი;
წლის პორტფოლიო:
ლევან ზაზარაშვილი
სამუშაო ადგილი: Motion Graphic Designer საქართველოს ბანკი
ინტერესები: Motion Graphics & Graphic Designer, Brand Identity, Packaging, Video Graphics;
აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის წლის საუკეთესო სტუდენტური პორტფოლიოს ჯილდო და სტიპენდია გადაეცათ:
- მარი კახურიშვილი - მედია ხელოვნება IV კურსი
- რატი აბაზაძე - აუდიო-ვიზუალური ხელოვნება IV კურსი
- ნინო ყაველაშვილი - მედია ხელოვნება III კურსი
- ალექსანდრე ბაევი - აუდიო-ვიზუალური ხელოვნება III კურსი
- სალომე ცაბუტაშვილი - მედია ხელოვნება II კურსი
- გიორგი ლეჟავა - აუდიო-ვიზუალური ხელოვნება II კურსი
სტუდენტები დაასაჩუქრა ღვინის კომპანიამ „ბესინი“ პრემიალური კლასის მრავალი ჯილდოს მფლობელი თეთრი და წითელი ღვინით.
წლის ლექტორები:
- დიანა მაღლაკელიძე - ვიზუალური ხელოვნების ისტორიის ლექტორი,GIPA-სპროფესორი;
- კახა კახაძე - დიზაინი/აიდენტიკა;
- ბესო კაჭარავა - ხმის დიზაინი;
- ნინო ორჯონიკიძე - ექსპერიმენტული ფილმი;
- ანდრო ბორცვაძე - ციფრული მარკეტინგი;
- თამარ მშვენიერაძე - სატელევიზიო პროდუსირება და ფორმატები;
- ლევან ბახია - არტ დაირექშენი;
წლის საუკეთესო ლექტორები დაასაჩუქრეს კომპანიამ "სარაჯიშვილი", საუკეთესო კონიაკით და ჟურნალმა „ინდიგო“ ჟურნალებითა და 3 თვიანი გამოწერით.
პროექტის ორგანიზატორი: GIPA
პროექტის მასპინძელი: "სტამბა"
მუსიკალური პროეტი: GIPA-ს სტუდენტები - PURITAN & ANDRO
ვიზუალური პროექტი: მედია ხელოვნების კურსდამთავრებულები ლიზა და ირიშკა, ახალგაზრდა არტისტი ანკა ბოჭორიშვილი.
საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო GIPA, მარკეტერი და ჟურნალი "ინდიგო";
საჩუქრები: GIPA-ს ტრენინგების ცენტრი, ღვინის კომპანია „ბესინი “, "სარაჯიშვილი" და ჟურნალი "ინდიგო";
პორტფოლიოები შეგიძლიათ იხილოთ: Art-Factory