საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ამავე სკოლის გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის ოთხმა მაღალრეიტინგულმა სტუდენტმა სამთვიანი სასწავლო პრაქტიკა დაიწყო.
სტუდენტებმა პირველი სამუშაო დღე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან გიგა გიგაშვილთან შეხვედრით დაიწყეს, სადაც პირადად მისგან მოისმინეს საკუთარი მოვალეობები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
GIPA-ს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა ასევე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან, და უახლოეს მომავალში გეგმავს სტუდენტების მეორე ნაკადის გაშვებას სასწავლო პრაქტიკის გასავლელად.