GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის მესამე კურსის სტუდენტებს, გიორგი ტომარაძესა და რობიზონ ონიაშვილს, მათივე ლექტორის, ნინო გოგელაშვილის მიერ ჩაბარდათ რეალური სამოქალაქო-სამართლებრივი დავა, რომელშიც ისინი იცავდნენ მოსარჩელე მხარის ინტერესებს.
25 ივნისს, სტუდენტებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი დამოუკიდებელი სასამართლო პროცესი ჰქონდათ, რომელიც მათი გამარჯვებით დასრულდა.
ამასთან, სტუდენტების წარმატება ორმაგად სასიხარულოა, ვინაიდან, მათი დახმარებით, მრავალშვილიანი მამის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც ოჯახის შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენდა და უსაფუძვლოდ იყო დაყადაღებული, გადაურჩა საჯარო აუქციონზე გატანასა და რეალიზაციას.
GIPA ულოცავს სტუდენტებს პირველი სასამართლო პროცესის მოგებას და წარმატებას უსურვებს მათ კარიერულ წინსვლაში.