16-17 ივნისს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა „სტუდენტური კონგრესი“.
პროექტი ,,სტუდენტური კონგრესი’’ მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში, პარლამენტის წევრებსა და სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ღია პლატფორმა, სადაც ახალგაზრდებმა IX მოწვევის პარლამენტის წევრებთან ერთად განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის ისეთები რომლებზეც მუშაობა პარლამენტში ამჟამადაც მიმდინარეობს.
მონაწილეებმა იმიტირებულ საკომიტეტო ფორმატში იმუშავეს, რომლის შემადგენლობაში სტუდენტებთან ერთად პარლამენტის მოქმედი წევრები:
ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი; ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ოდიშარია; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი იყვნენ.
თითოეულმა კომიტეტმა, შეიმუშავა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც 23 ივნისს პარლამენტში იმიტირებულ როცესზე წარადგენს.