26 მარტს, სასტუმრო „რუმსში“, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) გამართა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული 2 წლიანი პროექტის „შედეგზე ორიენტირებული მონიტორინგისა და შეფასების ტრენინგი საჯარო მოხელეებისათვის“ დახურვის ცერემონია.
ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა: საჯარო მოხელეების სერტიფიკატებით დაჯილდოვება და საჯარო პოლიტიკის თემებზე შექმნილი მონიტორინგისა და შეფასების სიტუაციური ქეისების კრებულის პრეზენტაცია, რომელიც მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ მსოფლიო ბანკის ჯგუფის ევროპისა და ცენტრალური აზიის შესაძლებლობების განვითარების (ECAPDEV) ნდობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში, მონიტორინგისა და შეფასების ტრენინგის სერტიფიკატი ჯამში 119 საჯარო მოხელეს გადაეცა და 4 სიტუაციური ქეისი შემუშავდა საჯარო პოლიტიკის მიმართულებით:
- საპატრულო პოლიციის ახალი ავტომობილების დანერგვა საქართველოში
ავტორი: ლევან სამადაშვილი
- წყალი ახლოს - მობილური მელიორაციის სიტუაციური ანალიზი
ავტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი
- გოდერძის უღელტეხილზე კურორტის განვითარების გეგმა
ავტორი: ირაკლი გალდავა
- საიმიგრაციო პოლიტიკა საქართველოში
ავტორი: ნინო ღონღაძე
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.