იმისათვის, რომ ჩვენს სტუდენტებს კიდევ უფრო გავუძლიეროთ კურსის დამთავრების შემდგომი დასაქმების შანსები, ჩვენ გადავწყვიტეთ მათ სამუშაო გარემო სწავლის პერიოდშივე შევუქმნათ. ამ მიზნით ჩვენ მათთვის ვქმნით მულტი-პლატფორმულ ახალი ამბების ვებ-პორტალს (www.newscafe.ge), რომელსაც თავად სტუდენტები გაუძღვებიან. საინფორმაციო განყოფილება სრულად იქნება დაკომპლექტებული სტუდენტი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მიერ. მათ მუშაობას ზედამხედველობას გაუწევს პროფესიონალი მედია მენეჯერი. ამ პროგრამის მეშვეობით კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს უკვე შედგენილი ექნებათ პორტფოლიო, რომლის წარდგენასაც შეძლებენ მომავალი დამქირავებლებისთვის.
ვებგვერდი გააერთიანებს ტექსტუალურ და მულტიმედია კონტენტს, ის ასევე იქნება ინტერაქტიული იმისათვის, რომ გვერდის მომხმარებლებს საშუალება მიეცეთ გამოთქვან საკუთარი აზრი და განიხილონ მოცემული თემები. ამგვარად სტუდენტებს ექნებათ საშუალება თავიანთი ნამუშევრების შეფასება გარეშე პირთაგან მიიღონ.
იმისათვის, რომ ამ პროექტში სრულად ჩაერთოს ჩვენი სკოლის არამარტო ქართველი, არამედ სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებიც, საინფორმაციო ვებგვერდი იფუნქციონირებს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
პროექტის დასაწყისში სტუდენტები ახალ ამბებს თბილისის ტერიტორიაზე შეაგროვებენ, მოგვიანებით კი სამუშაო რადიუსი შეუზღუდავი იქნება.
სტუდენტ-ჟურნალისტებს ექნებათ სრული სარედაქციო თავისუფლება, ისინი დაამუშევებენ ინფორმაციას ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, ხელოვნება თუ სპორტი.
ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ მიზნად ვისახავთ აკადემიური ცოდნისა და უახლესი სტანდარტების პრაქტიკული გამოცდილების შერწყმას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ის კომბინაციაა, რაც ჩვენს კურსდამთავრებულებს გამოარჩევს სხვებისგან და გზას გაუხსნის მათ თანამედროვე მედია ინდუსტრიაში ლიდერობისკენ.