Portfolio Review

17 ოქტომბერი, 2017

საქართველოში უკვე მეორედ, GIPA-ს ორგანიზებით, კრეატიული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი ივენთი, PORTFOLIO REVIEW ჩატარდა. ამავე საღამოს, GIPA-ს ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის კურსდამთავრებულთა რიგით მეთოთხმეტე, ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

Portfolio Review-ს ფარგლებში, სარეკლამო ინდუსტრიით და ვიზუალური კომუნიკაციით დაინტერესებულ ახალგაზრდებს (ასაკი: 18-28), საშუალება ჰქონდათ, საკუთარი პორტფოლიოები პროფესიონალების გუნდისთვის წარედგინათ და მათგან კონსტრუქციული შეფასება მიეღოთ. მონაწილეობის მიღება უფასო იყო.

წელს Portfolio Review-ში 18 სხვადასხვა უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა მიიღო მონაწილეობა.

Portfolio Review შემდეგ მიმართულებებს მოიცავდა: არტ დაირექშენი, კოპირაიტინგი, ფოტო, ვიდეო, დიზაინი და ილუსტრაცია.

რევიუერები იყვნენ: გიორგი პოპიაშვილი - კრეატივ დირექტორ; გია ბოხუა - ლოგო გურუ; სანდრო მელია - კრეატივ დირექტორი, კომპანია golden fox; ნიკა გუჯეჯიანი - კრეატივ დირექტორი, საქართველოს ბანკი; ირაკლი ღარიბაშვილი - CG არტისტი, QUBITZ; აბესალომ ყაველაშვილი - არტ დირექტორი; გიორგი ავალიანი - კრეატივ დირექტორი / LEAVINGSTONE; ეკა ყიფიანი - კრეატივ დირექტორი / JWT METRO ; ბუბა რადიანი - არტ დირექტორი / კოლექტივი; ნიკა კუმბარი - არტ დირექტორი / LEAVINGSTONE; გიორგი კალმახელიძე - გრაფიკული დიზაინერი / კოლექტივი; ნათია გოგია - კრეატივ დირექტორი / LEAVINGSTONE; ბექა მეფარიშვილი - კრეატივ დირექტორი / WINDFORS; ნინო გორდელაძე - კრეატივ დირექტორი / WINDFORS; რუსლან ბერიძე - დიზაინერი/არტისტი / MORE STUDIO.

ივენთის მეორე ნაწილში, საუკეთესო პორტფოლიოს ავტორები, 2016-2017 წლის GIPA-ს ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის და აუდიო ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის საუკეთესო ლექტორები და სტუდენტები პროექტის მხარდამჭერებისგან დაწესებული სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

Portfolio Review-ს გამარჯვებულები გახდნენ:

I ადგილი - სანდრო ლალიაშვილი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორმა, მარინე იოსელიანმა GIPA-გან საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე "GOLDEN DRUM" დასწრების სრული საგზური გადასცა;
მას ასევე გადაეცა: საიუველირო და საათების მაღაზიებისაგან ARTTIME და Swatch მომღერალ მიკას დიზაინით შექმნილი საკოლექციო საათი; დიზაინერ მეგი გაბუნიას 300 ლარიანი ვაუჩერი; ღვინის კომპანიისაგან „ქვიბარი“ – 1 ყუთი, სამი სხვადასხვა იშვითი ჯიშის ნატურალური, ქვევრის ღვინო; თუმანიშვილის თეატრის 1 წლიანი, 2 კაციანი ვაუჩერი და Moriarty-ს ვაუჩერი.

II ადგილი - მექი გიორგაძე; მას გადაეცა: ტექნიკის მაღაზიათა ქსელის „ALTAOKAY” 1000 ლარიანი ვაუჩერ; GIPA-ს ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის 1000 ლარიანი ვაუჩერი; ღვინის კომპანიისაგან „ქვიბარი“ - 3 ბოთლი ნატურალური, იშვიათი ჯიშის ქვევრის ღვინო; თუმანიშვილის თეატრის 1 წლიანი, 2 კაციანი ვაუჩერი და Moriarty-ს ვაუჩერი.

III ადგილი - გიორგი ყოლბაია; მას გადაეცა: ტურისტული კომპანიისაგან „GO TOUR” 2 კაციანი საგზური ბაქოში; GIPA-ს ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის 1000 ლარიანი ვაუჩერი; ღვინის კომპანიისაგან „ქვიბარი“ - 2 ბოთლი ნატურალური, იშვიათი ჯიშის ქვევრის ღვინო; თუმანიშვილის თეატრის 1 წლიანი, 2 კაციანი ვაუჩერი და Moriarty-ს ვაუჩერი.

GIPA-ს ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის 2016-2017 წლის საუკეთესო ლექტორები გახდნენ:
თინათინ სტამბოლიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებათა მართვის სასერტიფიკატო პროგრამა; სადაზღვეო კომპანიის „GPI Holding” მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ნინჩო ნემსაძე - რეკლამის და გრაფიკული დიზაინის სასერტიფიკატო პროგრამა; მთავრობის ადმინისტრაციის მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მირიან ყენია - რეკლამის და გრაფიკული დიზაინის პროგრამა; დიზაინერი

ლევან გოგოლაძე - ჯანდაცვის პოლიტიკის და ადმინისტრირების სასერტიფიკატო პროგრამა; ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის PMO პარტნიორი

ნიკოლოზ აბუაშვილი - მარკეტინგისა და ბიზნესის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამები; GIPA-ს სრული პროფესორი, მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი

რუსუდან პაპავა - ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამა; ფარმაცევტული კომპანიის „ფარმჰაუსი“ ეიჩარ მენეჯერი

ეკატერინე ჯოჯუა - ზოგადი მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა; სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების კონსულტანტი პიარის და კომუნიკაციების მიმართულებით.

თითოეულ მათგანს გადაეცა: კომპანიის "SARAJISHVILI" ღვინის ბრენდის მაღაზიის, დიზაინერ მეგი გაბუნიას და საიუველირო და საათების მაღაზიების "ARTTIME" და "Swatch" ფასდაკლების ბარათები. ასევე, ღვინის კომპანიისაგან “ქვიბარი” ნატურალური ქვევრის, იშვიათი ჯიშის ყურძნის ღვინო.

GIPA-ს ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის 2016-2017 წლის საუკეთესო სტუდენტები:

საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებათ მართვის სასერტიფიკატო პროგრამა - 2016 წლის საუკეთესო სტუდენტები გახდნენ:
კესო კუჭუხიძე და ხატია ჯანგიძე, რომლებიც პროგრამის დასრულების შემდეგ დასაქმდნენ: ხატია დასაქმდა სადაზღვაო კომპანიის „GPI Holding“ პიარ სპეციალისტის პოზიციაზე, კესო - საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის პიარ კოორდინატორის პოზიციაზე; 
ამავე პროგრამის 2017 წლის საუკეთესო სტუდენტი გახდა მარიამ ბეგოიძე.

რეკლამის და კომუნიკაციის სტრატეგიის სასერტიფიკატო პროგრამის 2016 წლის საუკეთესო სტუდენტი გახდა - ნინიშა მიქაძე. ნინიშა პროგრამის დასრულების შემდეგ საკომუნიკაციო სააგენტოში „HOLMES & WATSON“ ჯუნიორ არტ დირექტორის პოზიციაზე დასაქმდა. 
ამავე პროგრამის 2017 წლის საუკეთესო სტუდენტები გახდნენ: ციცი ბოდოკია და ნიო ლომსაძე

ზოგადი მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამის 2017 წლის საუკეთესო სტუდენტი - ლევან მეტრეველი

ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამის 2017 წლის საუკეთესო სტუდენტი - ანა დვალიშვილი

ბიზნეს ქოუჩინგის სასერტიფიკატო პროგრამის 2017 წლის საუკეთესო სტუდენტი - მაია გოგოლაძე

ჯანდაცვის პოლიტიკის და ადმინისტრირების სასერტიფიკატო პროგრამის 2017 წლის საუკეთესო სტუდენტი - ანა ბოქოლიშვილი

ფინანსების მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამის 2017 წლის საუკეთესო სტუდენტი - ზურაბ ბაბილოძე.

თითოეულ მათგანს გადაეცა: 
ტურისტული კომპანიისაგან „Vip line travel“ საქართველოს მასშტაბით 2 კაციანი საგზური, სოხუმის და ახმეტელის თეატრების 1 წლიანი, 2 კაციანი ვაუჩერი, გამომცემლობისაგან „ინტელექტი“ ნობელის პრემიის ლაურიქტების კრებული, საიუველირო და საათების მაღაზიების "ARTTIME" და "SWATCH" ფასდაკლების ბარათები.

GIPA- ს აუდიო ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის 2017 წლის საუკეთესო ლექტორები გახდნენ:

აუდიო ვიზუალური და მედია ხელოვნების მიმართულებით - მირიან ყენია
აუდიო ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით - ბესო კაჭარავა
მედია ხელოვნების მიმართულებით -კახა კახაძე
მედია ხელოვნების მიმართულებით - ეკა ყიფიანი
აუდიო ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით - მირიან ჯუღელი

თითოეულ მათგანს კომპანიისაგან „SARAJISHVILI” ღვინის ბრენდი გადაეცა.

GIPA-ს აუდიო ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის 
სტიპენდიანტები გახდნენ:

აუდიო ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით
მეორე კურსის სტუდენტი - კატო დიდმანიძე
მესამე კურსის სტუდენტი - ქეთო ჯანაშია
მეოთხე კურსის სტუდენტი - აკო ფურცხვანიძე

მედია ხელოვნების მიმართულებით
მეორე კურსის სტუდენტი - ანდრო გოგიბედაშვილი
მესამე კურსის სტუდენტი - თეო ქირიკაშვილი
მეოთხე კურსის სტუდენტი - სანდრო ლალიაშვილი

პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის, სარეკლამო კომპანიის “ADvan” დამფუძნებელს და ამავდროულად, GIPA-ს რეკლამის და გრაფიკული დიზაინის სასერტიფიკატო პროგრამის სტუდენტს, ანანო დოდელიას საიუველირო და საათების მაღაზიიის, Swatch-ის საათი გადაეცა.

ივენთის წამყვანი იყო ბახვა ბრეგვაძე
მუსიკალური გაფორმება: Cosmic Love Rotation

ივენთის ორგანიზატორები: GIPA-ს ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებათა მართვის სასერტიფიკატო პროგრამის სტუდენტები.

პროექტის მხარდამჭერები: სარეკლამო კომპანია “ADvan”, ტექნიკის მაღაზიათა ქსელი “ALTAOKAY”, “ARTTIME”, "SWATCH", SPACEHALL, SARAJISHVILI, “MEGI GABUNIA”, “თუმანიშვილის თეატრი”, “ახმეტელის თეატრი”, “სოხუმის თეატრი”, გამომცემლობა "ინტელექტი”, ღვინის კომპანია “ქვიბარი”, ტურისტული კომპანია “Go Tour” ტურისტული კომპანია "VIP LINE TRAVEL", “Moriarty”.

საინფორმაციო მხარდამჭერები: რუსთავი 2, ტელეკომპანია იმედი, ARTAREA, Marketer.ge, "TV 1", რადიო “უცნობი”, ახალი ამბების სააგენტო “პრაიმნიუსჯორჯია”, “bpn”, “ექსპრესნიუსი”, რადიო JAKO FM