GIPA-ს დიპლომების გადაცემის 23-ე საზეიმო ცერემონია

12 დეკემბერი, 2017

2017 წლის, 1 დეკემბერს, GIPA-ს დიპლომების გადაცემის 23-ე საზეიმო ცერემონია გაიმართა. 
ღონისძიების ფარგლებში, კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს:
1. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა
2. GIPA-ს რექტორმა, მაკა იოსელიანმა
3. ა.შ.შ-ს ელჩმა საქართველოში, იან კელიმ.
23 წლის წინ, GIPA იყო პირველი, რომელმაც განახორციელა დასავლური განთალების იმპორტი საქართველოში. ის ამერიკის შეეთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით შეიქმნა. დაარსებისთანავე უნივერსიტეტმა თავი მოუყარა სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო სამსახურის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს. არსებობის 23 წლის განმავლობაში ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევებისა და ტრენინგების მეშვეობით უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში; ქვეყნის ყველაზე წარმატებული ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ GIPA-ს კურსდამთავრებულია.