• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ში მონაცემთა ანალიზის თემაზე საერთაშორისო ვორქშოპი გაიმართა

    15 ოქტომბერი, 2026

    5-9 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), Jerusalem College of Engineering (JCE)-თან პარტნიორობით, მონაცემთა ანალიზის თემაზე ერთობლივი საერთაშორისო ვორქშოპი ჩატარდა.

    ვორქშოპში GIPA-ს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის და Jerusalem College of Engineering-ის ინფორმაციული მენეჯმენტისა და ინჟინერიის პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

    საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკულ ჯგუფურ მუშაობას აერთიანებს. მონაწილეებმა მონაცემთა ანალიზის თანამედროვე მიდგომებთან ერთად,  იმუშავეს  LLM/AI ინსტრუმენტებზე, რაც  აკადემიური ცოდნის რეალურ მონაცემებთან დაკავშირების ეფექტური საშუალებაა. ვორქშოპის ფარგლებში, ქართველმა და ესრაელელმა სტუდენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების პროგნოზირების მოდელი ერთობლივად  შექმნეს. პროექტისთვის გამოიყენეს ის მონაცემები, რომლებიც GIPA-ს პროფესორ ნიკა აბუაშვილის მიერ იყო შეგროვებული.

    ვორქშოპს უძღვებოდნენ JCE-ის წარმომადგენელი დოქტორი ბორის გორელიკი და GIPA-ს პროფესორი ნიკა აბუაშვილი.

    პრაქტიკულ პროექტზე მუშაობა სტუდენტებს მონაცემთა დამუშავების, ანალიზის, პროგნოზირებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.