7 ოქტომბერს GIPA-ში ხელოვნური ინტელექტის, ციფრული გარემოს, კიბერუსაფრთხოების, საზოგადოების ციფრული მდგრადობისა თემებზე შეინ თიუსის საჯარო ლექცია გაიმართა. ღონისძიებას უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ესწრებოდნენ.
შეხვედრის მეორე ნაწილი საინტერესო დისკუსიას დაეთმო. განსაკუთრებით თვალში საცემი იყო აუდიტორიის მაღალი ინტერესი ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ; ყურადღება ხელოვნური ინტელექტის აკადემიურ სივრცეში ინტეგრირებასა და სამომავლო გამოწვევებზე გამახვილდა.
მოწვეული სპიკერი შეინ თიუსი Logan Circle Strategies-ის პრეზიდენტი და American Enterprise Institute-ის (AEI) არარეზიდენტი უფროსი მკვლევარია (Nonresident Senior Fellow). მისი საექსპერტო საქმიანობა მოიცავს ციფრული ეკონომიკისა და ტექნოლოგიების საკითხებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს (AI), კიბერუსაფრთხოებას, ინტერნეტის საერთაშორისო მმართველობას, კონფიდენციალურობასა და მონაცემთა დაცვას, ნივთების ინტერნეტს (IoT) და განვითარებად ტექნოლოგიებს.შეინ თიუსს სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
საჯარო ლექცია საქართველოში აშშ-ის საელჩოს სპიკერების პროგრამის „AI და ციფრული თავისუფლება“ ფარგლებში გაიმართა.
