• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • დუალური უმაღლესი განათლების პროექტის შემაჯამებელი საერთაშორისო კონფერენცია

    29 აგვისტო, 2026

    2026 წლის 2–3 სექტემბერს თბილისში Erasmus+ CBHE პროექტის DUGEOR – Strengthening Capacities for the Implementation of Dual Education in Georgian Higher Education შემაჯამებელი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

    პროექტის ორგანიზატორები კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს იწვევენ. ღონისძიება დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ საქართველოში დუალური უმაღლესი განათლების დანერგვის მიმართულებით პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, საპილოტე გამოცდილებასა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს.

    პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია საქართველოში დუალური უმაღლესი განათლების დანერგვისთვის საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა დუალური უმაღლესი განათლების ზოგადი მოდელი და ქართულ უნივერსიტეტებში განხორციელდა დუალური სწავლების საპილოტე პროგრამები.

    კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი და განხილული იქნება:

    • დუალური უმაღლესი განათლების ზოგადი მოდელი საქართველოსთვის;
    • ქართული უნივერსიტეტების მიერ შემუშავებული დუალური საგანმანათლებლო მოდელები;
    • საპილოტე პროგრამების შედეგები და მიღებული გამოცდილება;
    • უნივერსიტეტების, კომპანიებისა და სტუდენტების პრაქტიკული გამოცდილება;
    • დუალური განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების მექანიზმები;
    • საქართველოში დუალური უმაღლესი განათლების შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.

    კონფერენცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ პროექტის შედეგებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას, ჩაერთონ დისკუსიაში და განიხილონ დუალური უმაღლესი განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

    თარიღი: 2–3 სექტემბერი, 2026

    ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი, კოსტავას ქ. 77, თბილისი.

    კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან და სერბეთიდან.

    დაინტერესებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კომპანიებს შეუძლიათ კონფერენციაზე დასასწრებად დაარეგისტრირონ თავიანთი წარმომადგენლები.

    ბმული: https://forms.gle/NajEHva1NgrTqJrj6

    პროექტის ქართული პარტნიორები არიან: GIPA, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი. საერთაშორისო პარტნიორები არიან University Business Academy in Novi Sad და University of Novi Sad (სერბეთი), FH JOANNEUM University of Applied Sciences (ავსტრია) და Baden-Württemberg Cooperative State University (გერმანია).

    პროექტი Erasmus+ CBHE – DUGEOR ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.