• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს ლექტორების კვლევა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნდა

    22 აგვისტო, 2026

    GIPA-ს აფილირებული ლექტორების ნინო აბზიანიძის, ნინო მახვილაძისა და თიკო ცომაიას კვლევა „პოლიტიკური პარალელიზმი და მიგრაციის გეოპოლიტიზაცია ქართულ მედიაში: მიგრაციის გაშუქების ანალიზი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ“ („Political Parallelism and the Geopoliticisation of Migration in the Georgian Media: Analyzing Migration Framing after Russia’s Invasion of Ukraine“) საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Eurasian Geography and Economics“ გამოქვეყნდა.

    კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქართულ მედიაში მიგრაციის თემის გაშუქებასა და მის გეოპოლიტიზაციას იკვლევს. სტატია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ აისახება მიგრაციის გაშუქებაზე პოლიტიკური კონტექსტი და მედიასა და პოლიტიკას შორის არსებული ურთიერთობები.

    კვლევის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი GIPA-ს ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა  სალომე ჯავახიშვილმა, ნინო აფაქიძემ და ნინო აგლაძემ შეიტანეს.

    კვლევა GIPA-ს კვლევითი დეპარტამენტის ხელშეწყობით განხორციელდა.

    სტატიის გაცნობა შესაძლებელია სპეციალური ბმულის:  https://www.tandfonline.com/eprint/2K8E86GEDETEDSKNJYJZ/full?target=10.1080/15387216.2026.2710152

    ჟურნალი Eurasian Geography and Economics ევრაზიის სივრცეში მიმდინარე გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ პროცესებს იკვლევს. (tandfonline.com)