• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს სტუდენტები უტრეხტის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტში Erasmus+ BIP პროგრამაში მონაწილეობდნენ

    29 ივნისი, 2026

    GIPA-ს აუდიო-ვიზუალური ხელოვნებისა და ციფრული მედიის პროგრამის სტუდენტები ნიდერლანდებში, უტრეხტის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტში, Erasmus+ Blended Intensive Programme (BIP)-ის ფარგლებში ერთკვირიან საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდნენ.

    პროგრამის ფარგლებში,  GIPA-ს სტუდენტებმა ჰოლანდიელ თანატოლებთან ერთად მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების შექმნაზე იმუშავეს. სტუდენტებმა პრაქტიკაში გაიარეს ფილმის წარმოების სრული პროცესი - იდეის განვითარებიდან, ქალაქის სხვადასხვა უბანში საველე კვლევისა და გადაღებების ეტაპიდან, მონტაჟამდე და დასრულებული ნამუშევრების საჯარო ჩვენებამდე.

    აღსანიშნავია, რომ სტუდენტური დოკუმენტური ფილმების ფესტივალის (Campus Doc) არასაკონკურსო სესიაზე GIPA-ს აუდიო-ვიზუალური ხელოვნებისა და ციფრული მედიის პროგრამის სტუდენტის ანასტასია ბახტურიძისა და კურსდამთავრებულის თიკა ხარაიშვილის დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართა. ფილმების ჩვენება გაიმართა უტრეხტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არტ-კინოთეატრში - Art House Theatre Louis Hartlooper.

    GIPA ულოცავს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულს საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და ამ მნიშვნელოვან პროფესიულ წარმატებას!