• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს შეუერთდა

    20 ივნისი, 2026

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში, IX–XII კლასების მოსწავლეებისთვის აპრილში ვიდეო-კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო ნამუშევრების შეფასების ძირითადი კრიტერიუმები იყო საქართველოს გაქრისტიანების ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის გააზრება და წარმოჩენა, კრეატიულობა და მონაწილეთა ინდივიდუალური ხედვა.

    აღსანიშნავია, რომ კონკურსმა მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია. მონაწილეები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩაერთნენ. სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ GIPA-ს აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი, 7 საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა.

    გამარჯვებულთა შორის დასახელდნენ  როგორც თბილისის, ისე სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები. პირველი ადგილი დაიკავა ნინო კედელაშვილმა (თბილისი), მეორე ადგილი - ლიკა ხარაბაძემ (ხულოს მუნიციპალიტეტი), ხოლო მესამე ადგილი  - ნინი ჩიგოევმა  (მცხეთის  მუნიციპალიტეტი). კონკურსის პრიზიორები, ასევე, გახდნე:  ნინო გამეზარდაშვილი, ოლიკო ჭულუხიძე, ქეთევან ჭვინტიაშვილი და გიორგი ფასიეშვილი.

    აღნიშნული ინიციატივით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) შეუერთდა კამპანიას „ის, რაც გვაერთიანებს“, რომელიც საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილეს ეძღვნება და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.