ევროპულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობის გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების განვითარების მიზნით, 25-29 მაისს უნივერსიტეტის რექტორი მაკა იოსელიანი და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი ნესტან ციციშვილი სამუშაო ვიზიტით გრანადის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. შეხვედრა გაიმართა გრანადის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ პედრო მერკადოსთან და საერთაშორისო პროგრამების დირექტორთან, ირენ პედრეირა რომეროსთან. მხარეებმა უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი მიმართულებების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
დელეგაცია, ასევე, შეხვდა გრანადის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, სადაც პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით ორმაგი დიპლომის მინიჭების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. გრანადის უნივერსიტეტის ენების ცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე კი საუბარი შეეხო GIPA-ში “ესპანური ენის და კულტურის კუთხის”, ხოლო გრანადას უნივერსიტეტში “ქართული ენის და კულტურის კუთხის” შექმნის საკითხს.
