• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-მ ხელოვნური ინტელექტის (AI) საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს პროექტი შეიმუშავა

    27 მაისი, 2026

    GIPA-ში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) მხარდაჭერით, ინტენსიური ტრენინგი გაიმართა. ხუთდღიანი სამუშაო შეხვედრები სრულად დაეთმო ხელოვნური ინტელექტისა (AI) და LegalTech-ის აქტუალური საკითხების განხილვას. სემინარებს ჯორჯიის უნივერსიტეტის (აშშ) ასოცირებული პროფესორი, კრისტიან ტერნერი უძღვებოდა, მონაწილეობას კი GIPA-ს აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები იღებდნენ.


    სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს უნივერსიტეტის AI პოლიტიკის შემუშავება, კვლევით საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და სასწავლო სილაბუსებში მისი ინტეგრაციის შესაძლებლობები. ასევე, ყურადღება დაეთმო ამერიკისა და ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში AI-ის გამოყენების საუკეთესო პრაქტიკებსა და თანამედროვე ტენდენციებს.

     

    ინტენსიური ტრენინგის შედეგად, GIPA-მ შეიმუშავა ხელოვნური ინტელექტის სახელმძღვანელოს ძირითადი პრინციპები და პროექტი, რაც მომავალში უნივერსიტეტის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას ჩაუყრის საფუძველს.

     

    აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში, რომელსაც საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები (American Councils) ახორციელებს და მისი მიზანი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კვლევითი, ადმინისტრაციული და სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერებაა.