• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს პროფესორის, დავით ჯანდიერის ახალი ელექტრონული სახელმძღვანელო გამოიცა

    27 მაისი, 2026

    GIPAს მმართველობის სკოლის პროფესორის, სამართლის დოქტორის დავით ჯანდიერის ავტორობით გამოქვეყნდა ელექტრონული სახელმძღვანელო  “სამართლის უზენაესობა და სამართლებრივი სახელმწიფო: საჯარო მმართველობის ნორმატიული ჩარჩო”, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

    აღნიშნული პუბლიკაცია სამართლის უზენაესობის (The Rule of Law) არსის და საჯარო მმართველობის განხორციელებისას მისი მნიშვნელობის საკითხზე ქართულ ენაზე შესრულებული პირველი სიღრმისეული სამეცნიერო ნაშრომია.

    წიგნში სამართლის უზენაესობის განვითარების, თანამედროვე სახელმწიფოში მისი ფუნქციონირების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები სისტემურადაა წარმოდგენილი.

    პუბლიკაცია მომზადდა GIPA-ს კვლევების დეპარტამენტში მოქმედი სახელმძღვანელოების საუნივერსიტეტო მხარდაჭერის ფარგლებში. 

    ელექტრონული სახელმძღვანელო : “სამართლის უზენაესობა და სამართლებრივი სახელმწიფო: საჯარო მმართველობის ნორმატიული ჩარჩო”