აშშ-ის საელჩოს “უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის” ფარგლებში GIPA-ში სამუშაო შეხვედრებიდაიწყო. მიმდინარე სამუშაო კვირა ხელოვნური ინტელექტისა (AI) და LegalTech-ის საკითხებზე შეხვედრებს დაეთმობა, რომელიც 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
შეხვედრებს უძღვება ჯორჯიის უნივერსიტეტის (აშშ) ასოცირებული პროფესორი კრისტიან ტერნერი და მასში GIPA-ს აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
პროგრამა დაფარავს შემდეგ თემებს:
- უნივერსიტეტის AI პოლიტიკის შემუშავებას
- პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებას
- კვლევით საქმიანობაში AI-ის გამოყენებას
- სამართლის პროგრამის სილაბუსებში AI-ს მიმართულების შესაძლო ინტეგრაციას
ინიციატივა ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში, რომელსაც საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები ახორციელებენ. პროგრამის მიზანი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კვლევითი, ადმინისტრაციული და სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერებაა.
