• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ელჩი პაველ ჰერჩინსკი GIPA-ს აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შეხვდა

    06 მაისი, 2026

    GIPA-ს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი პაველ ჰერჩინსკი ესტუმრა და უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ პერსონალსა და სუდენტებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ GIPA-ს ის სტუდენტები, რომლებიც უკვე დაბრუნდნენ წამყვანი ევროპული უნივერსიტეტებიდან; ასევე, ის სტუდენტები, რომლებიც Erasmus+ პროგრამის ფარგლებში შემოდგომის სემესტრისთვის გაემგზავრებიან.

    შეხვედრა ყოველწლიური ღონისძიების „ევროპის დღის“ ფარგლებში გაიმართა. ელჩმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პროცესსა და არსებულ გამოწვევებზე, საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობასა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ახალგაზრდების როლზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრას GIPA-ს პროფესორი მიხეილ დარჩიაშვილი უძღვებოდა. 

    ხაზგასასმელია, რომ GIPA დაარსების დღიდან აქტიურად ზრუნავს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ახალგაზრდებს მუდმივად სთავაზობს თანამედროვე გაცვლით პროგრამებს. დღეს უნივერსიტეტი 50-ზე მეტ წამყვან ევროპულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და სტუდენტებს 80-მდე პროგრამას სთავაზობს.

    2018 წლიდან დღემდე GIPA-ს 620-ზე მეტმა სტუდენტმა ისარგებლა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებით. უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ახალი პარტნიორების მოძიებასა და საერთაშორისო პორტფელის გაძლიერებას.