• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს სტუდენტები ევროპის ახალი თაობის 30 საუკეთესო გამორჩეულ ტალანტს (High Potentials) შორის დასახელდნენ

    21 აპრილი, 2026

    GIPA-ს სტუდენტები თათა ლორთქიფანიძე, ოტელო ეხვაია და 2025 წლის კურსდამთავრებული ტასო ბეჟიტაძე იმ 30 ნიჭიერ ახალგაზრდა კრეატორს შორისაა, ვინც ევროპული სააგენტოების და პოტენციური დამსაქმებლების წინაშე ბარსელონაში მაისის დასაწყისში წარდგებიან.

    ევროპის არტ-დირექტორთა კლუბის (ADCE) პროგრამა “ახალი თაობის კრეატორების აღმოჩენა” უნიკალურ სკაუტინგ ღონისძიებას წარმოადგენს, რომელიც ევროპის ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა კრეატორებს,  წამყვან სააგენტოებსა და დიზაინ სტუდიებს აერთიანებს. მისი მიზანი იმ ახალი, მრავალფეროვანი და ინოვაციური ტალანტების აღმოჩენაა, ვინც მომავალში კრეატიული ინდუსტრიის განვითარებას განსაზღვრავს.

    ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წელს პროგრამამ რეკორდული რაოდენობის (170 განაცხადი) მიიღო, საიდანაც 30 გამორჩეული ტალანტი შეირჩა. მონაწილეები წარმოადგენენ ევროპის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის: ესპანეთი, იტალია, გერმანია, ავსტრია, პორტუგალია და პოლონეთი. სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველოს ღონისძიებაზე საზოგადოებრივ საქმეთა ინსიტუტის სტუდენტები წარადგენენ.

    2026 წლის ღონისძიება 6-7 მაისს ბარსელონაში გაიმართება. პირველი დღე დაეთმობა ახალგაზრდების ნამუშევრების პრეზენტაციებს წამყვანი ევროპული სააგენტოების წინაშე, რასაც ექსკლუზიური ნეთვორქინგ ღონისძიება მოჰყვება; მეორე დღე მოიცავს ე.წ. „სფიდ-დეითინგ“ ფორმატს, სადაც მონაწილეები უშუალოდ ინდუსტრიის ლიდერებს და პოტენციურ დამსაქმებლებს შეხვდებიან.

    პროგრამა განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს სააგენტოებსა და სტუდიებს, რომლებიც ახალ კადრებს ეძებენ. ღონისძიების ფარგლებში მათ ექნებათ შანსი პირდაპირ შეხვდნენ ახალგაზრდა კრეატორებს და შეარჩიონ მომავალი თანამშრომლები.