• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს სტუდენტებმა საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა

    06 აპრილი, 2026

    GIPA-ს აუდიო-ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ნინი ამაშუკელმა, ანუცა აბულაძემ, ცოტნე ყაველაშვილმა და დემეტრე წულაძემ საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება  2026 წლის 25 მარტიდან 2 აპრილამდე ქ. მეხელენში, ბელგიაში, თომას მორის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა და ის Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.

    ბელგიის, ჰოლანდიის, იტალიის, საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტებიდან 60 სტუდენტი საერთაშორისო გუნდებში გაერთიანდნენ. მონაწილეებმა მცირე დროში წარადგინეს იდეები, დაწერეს სცენარები და საბოლოოდ 12 ჯგუფური ფილმი გადაიღეს.

    GIPA-ს პროფესორები ადგილობრივ მენტორებთან ერთად სტუდენტებს ფილმის შექმნის ყველა ეტაპზე, იდეიდან საბოლოო პრეზენტაციამდე, მენტორობას უწევდნენ.

    ფესტივალის დასკვნით საღამოზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მონაწილეები და გუნდები გამოვლინდნენ. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ GIPA- სტუდენტები ხუთი ჯილდოდან ორი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელები გახდნენ. კერძოდ,  ნინი ამაშუკელმა აღიარება მოიპოვა  საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარის, ხოლო ანუცა აბულაძე -  საუკეთესო თანა-სცენარისტის ნომინაციაში.

    მულტი-კულტურულ გარემოში, ინტენსიურ რეჟიმში ფილმებზე მუშაობა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობა აღმოჩნდა.