GIPA-ში თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე ღია პანელური დისკუსია გაიმართა. ღონისძიება პოლიტიკის მეცნიერების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის - ინტეგრაცია და მმართველობა (PoSIG) ფარგლებში განხორციელდა.
დისკუსიის თემა იყო: „ახალი მსოფლიო წესრიგი - მიმდინარე კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში - ახალი ნორმა თუ გამონაკლისი“. უნივერსიტეტის პროფესორებმა ბაკურ კვაშლავამ და თორნიკე შარაშიძემ, ასევე, ზალცბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა რაინჰარდ ჰაინიშმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.
დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების არქიტექტურის გამოწვევები და მიმდინარე კონფლიქტებისა და ომების შესაძლო შედეგები. შეხვედრას აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
GIPA აგრძელებს მსგავსი აკადემიური და საჯარო დისკუსიების ორგანიზებას, რაც თანამედროვე გლობალური გამოწვევების გააზრებას და აქტუალური თემების განხილვაში სტუდენტებისა და ფართო საზოგადოების ჩართულობას უწყობს ხელს .
