GIPA-ში თანამედროვე გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით საჯარო ლექცია გაიმართა. დიპლომატმა იოსებ ჩახვაშვილმა სტუდენტებს აშშ-სა და ირანის დაპირისპირების შესაძლო შედეგებზე, რეგიონალურ კონფლიქტებსა და ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის რისკებზე ესაუბრა.
იოსებ ჩახვაშვილი 2014 წლიდან ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა და მისი პრაქტიკული გამოცდილება და ხედვა აუდიტორიისათვის განსაკუთრებით საინტერესო გახლდათ.
ლექციაზე დასწრება თავისუფალი იყო და მასში მონაწილეობა GIPA-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გარდა, საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულმა აბიტურიენტებმაც მიიღეს.
