13 მარტს განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის უმაღლესი პროფესიული პროგრამის სტუდენტები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ქართლის ქარის ელექტროსადგურზე იმყოფებოდნენ.
პრაქტიკული შეხვედრა ქარის ენერგიის პროექტების მოდულის ფარგლებში ჩატარდა. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია სადგურის ტექნიკურ მახასიათებლებზე, ქარის რესურსის გამოყენების შესაძლებლობებსა და ენერგოსისტემაში ინტეგრაციის პროცესებზე.
GIPA-ს პარტნიორი ორგანიზაცია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური" საქართველოში პირველი კომერციული ქარის ელექტროსადგური და ქვეყნის განახლებადი ენერგიის განვითარებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს.
