GIPA-s ბიზნეს ადმინისტრირებისა და ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის ბაზაზე, 2026 წლის 25 თებერვლიდან ოფიციალურად სტარტი აიღო GIPA-სა და ლეიდენის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის (Leiden University of Applied Sciences (LUAS) ერთობლივმა საერთაშორისო კრეათონმა - სიმართლე ხელოვნური ინტელექტის ხანაში“ (Truth in the Age of AI).
პროექტი აერთიანებს 40 ქართველ და 40 ჰოლანდიელ სტუდენტს, რომლებიც თანამედროვე საზოგადოებაში ფეიკ ნიუსის, დეზინფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენის შეფასებაზე იმუშავებენ.
კრეათონის მიზანია:
- ფეიკ ინფორმაციის გავლენის ანალიზი სხვადასხვა სფეროში (ჯანმრთელობა, ეკონომიკა, პოლიტიკა, სოციალური საკითხები);
- ხელოვნური ინტელექტის როლის კრიტიკული გააზრება;
- პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება დეზინფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის
- გავლენის შემცირების მიმართულებით.
სულ სამი კრეათონი გაიმართება. თითოეული მათგანი გაგრძელდება 2 საათის განმავლობაში და მოიცავს გუნდურ მუშაობას, ანალიტიკურ დისკუსიასა და პრაქტიკულ დავალებებს. მოკლე თემატური ვორქშოპებით პროცესში დარგში სპეციალიზებული ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.
კრეათონი არ არის მხოლოდ აკადემიური აქტივობა და საერთაშორისო თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნებისა და რეალურ პრობლემებზე მუშაობის უნიკალური პლატფორმას წარმოადგენს. მონაწილეები აკადემიური კრედიტების გარდა, მიიღებენ სერტიფიკატებს. გამარჯვებული გუნდის ქართველი წერვები კი ვიზიტით ლეიდენის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან.
