• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი იტალიაში

    24 თებერვალი, 2026

    GIPA-ს წარმომადგენლები  Erasmus+ CBHE პროექტის INSPIRE-U ფარგლებში სამუშაო ვიზიტით ბენევენტოში (იტალია) იმყოფებოდნენ. აღნიშნული პროექტის მიზანი უკრაინელი ლტოლვილი ქალებისა და STEM  მიმართულებაში ჩაბმული ქალბატონებისთვის მეწარმეობრივი უნარების გაუმჯობესება და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა გახლავთ.

    INSPIRE-U პროექტში (რომელშიც იტალიელი, გერმანელი, შვედი და პოლონელი პარტნიორები მონაწილეობენ ) GIPA-ს აქვს WP5 ლიდერის როლი, რაც ტრენინგების მოდელის, პრაქტიკული აქტივობებისა და გავლენის შეფასების მექანიზმების განვითარებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში მეწარმეობისა და ინოვაციური აზროვნების მიმართულებით 200 ქალბატონის გადამზადებაა დაგეგმილი.

    GIPA-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა ვანო ცერცვაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ნიკოლოზ ფარსადანიშვილმა ვიზიტის ფარგლებში  სამუშაო შეხვედრები გამართეს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

    • ტრენინგების სტრუქტურა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები;
    • ქალთა გაძლიერების სტრატეგიული მიდგომები;
    • პროექტის მდგრადობის უზრუნველყოფა და შედეგების გაზომვა.

    ამავე დროს, ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ახალი აკადემიური და ინსტიტუციური კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით. გარდა INSPIRE-U პროექტისა, შეხვედრებმა ის დამატებითი შესაძლებლობები შექმნა, რომელიც მომავალში სტუდენტურ გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივ ინიციატივებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე აისახება.

    მსგავს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა აძლიერებს GIPA-ს საერთაშორისო პოზიციას  და სამომავლო თანამშრომლობის საინტერესო პერსპექტივებს აჩენს.