კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ თემთა მედეგობის გაძლიერებისთვის პროექტის (NBS-CORES) დასკვნითი შეხვედრა ბათუმში გაიმართა

20 თებერვალი, 2026

GIPA-მ პარტნიორ ორგანიზაცია ECOLUTION-თან ერთად „ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ თემთა მედეგობის გაძლიერებისთვის“ პროექტის (NBS-CORES) დასკვნითი შეხვედრა ბათუმში გამართა. შეხვედრას პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბენეფიციარები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი პროექტის საქმიანობების შეჯამება, ძირითადი შედეგებისა და მიღწევების გაზიარება, ბენეფიციარებისგან უკუკავშირის მიღება და NBS მიდგომების ადგილობრივ პოლიტიკასა და პრაქტიკაში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯების განხილვა იყო.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტისთვის შემუშავებული NBS სამოქმედო გეგმა  და შესაბამისი გზამკვლევი მუნიციპალიტეტებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ბენეფიციარებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას NS გადაწყვეტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

პროექტი თანადაფინანსებულია შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის 2021–2027 ((Interreg VI-B) NEXT შავი ზღვის აუზის 2021–2027 პროგრამა) მიერ.