GIPA-ში სასერტიფიკატო ტრენინგი „ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები (Nature-Based Solutions)“ წარმატებით განხორციელდა

13 იანვარი, 2026

GIPA- ში წარმატებით დასრულდა ერთთვიანი, სასერტიფიკატო ტრენინგი „ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები (NBS)”. კურსი განკუთვნილი იყო გარემოს დაცვის, ეკოლოგიის, გეოლოგიის, ურბანული და რეგიონული დაგეგმარების, აჭარის ა.რ. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებისა და პროექტების მართვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისა და პროფესიონალებისთვის.

პროგრამა ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს აერთიანებდა, რაც თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გადაცემას ისახავდა მიზნად. ტრენინგი ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტების გამოყენების პრინციპებს, კლიმატის მდგრადობის გაზრდისა და კატასტროფების რისკის შემცირების მეთოდებს მოიცავდა.

კურსი ევროკავშირის Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის თანადაფინანსებით შემუშავდა და ის პროექტის - „ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ თემთა მედეგობის გაძლიერებისთვის (NBS-CORES)” ფარგლებში გაიმართა.