ევროპარლამენტის მოდელირება GIPA-ში

21 დეკემბერი, 2025

GIPA 20-22 დეკემბერს GIPA ევროპარლამენტის მოდელირებას მასპინძლობს. სამი დღის მანძილზე 150 ახალგაზრდა ევროპარლამენტის მუშაობის პრინციპებს, კულტურასა და სირთულეებს ეცნობიან და შემაჯამებელ სესიაზე დასკვნით კანონპროექტებს წარადგენენ.

ღონისძიების გახსნით სესიაზე ახალგაზრდებს GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმა, ლატვიის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ქალბატონმა ედიტე მედნემ, ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში მელინე არაკელიანმა და პოლონეთის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველმა და ეკონომიკურ საკითხთა დეპარტამენტის სექციის ხელმძღვანელმა ფილიპ სტაკოვსკიმ მიმართეს.

სესიის დასასრულს დიპლომატები უნივერსიტეტის რექტორს მაკა იოსელიანს შეხვდნენ. შეხვედრაზე რექტორმა დიპლომატებს უნივერსიტეტის მისიაზე, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში შეტანილ წვლილსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. თავის მხრივ, დიპლომატებმა სამომავლო ურთიერთობებსა და პარტნიორობის შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება.

ევროპარლამენტის მოდელირების ღონისძიება ევროპის აკადემიური ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება.