დღეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ზურაბ ჟვანიას დაბადების დღე აღინიშნა და მისი სახელობის ევროპული დარბაზი გაიხსნა.
ზურაბ ჟვანიას წვლილი უნივერსიტეტის დაარსებასა და განვითარებაში უდიდესია. სწორედ GIPA-ში, 2002-2003 წლებში წაიკითხა მან ლექციათა კურსი, რომლის საფუძველზეც მოგვიანებით წიგნი “ჩვენი თაობის პრივილეგია” შეიქმნა.
ღონისძიება GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმა გახსნა. ზურაბ ჟვანიას მოღვაწეობასა და მემკვიდრეობაზე აუდიტორიას ლანა ღოღობერიძემ და გიორგი მარგველაშვილმა მიმართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები, წიგნის შექმნის პროცესში ჩართული პირები, ასევე, GIPA-ს ის კურსდამთავრებულები, რომლებიც მისი ლექციების უშუალო მონაწილეები იყვნენ.
GIPA ევროპული დარბაზის სახით საზოგადოებას სთავაზობს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე დისკუსიის ახალ სივრცეს, სადაც ახალგაზრდები მათ წინაშე არსებულ საინტერესო თემებზე ღიად და თამამდ ისაუბრებენ.
