იუტაკა იამაუჩის მასტერკლასი მენეჯერებისთვის ბათუმში

20 თებერვალი, 2025

როდის ვხვდებით, რა არის ნამდვილი ღირებულება?

ღირებულება მხოლოდ საჭიროების დაკმაყოფილებისთვის არ არის -  ცვლილებისათვისაა. პროდუქტი თუ სერვისი მაშინ იძენს მნიშვნელობას, როცა ის გეხმარებათ საკუთარი თავის ახალი გზით წარმოჩენასა თუ სამყაროს განსხვავებულად დანახვასა თუ შემეცნებაში.   ნამდვილი ღირებულება ვლინდება მაშინ, როცა გვეძლევა საშუალება თავიდან აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი.

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და კულტურულ პერსპექტივებზე დაყრდნობით, იაპონელი სერვისის ექსპერტი იუტაკა იამაუჩი და GIPA გთავაზობთ მასტერკლასს, რომლის მიზანია მომსახურების კონცეფციასა და მენეჯმენტის თეორიებზე დაყრდნობით, სერვის მენეჯმენტის ტრანსფორმაციული ძალის გააზრება. სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები, მომსახურების კონცეფციისა და სერვისის თეორიებზე დაყრდნობით, გადაიაზრებენ მომსახურების სტანდარტებს. 

არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, მომსახურების სექტორში საქმიანობთ თუ მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ზრუნავთ, მასპინძლობის ინდუსტრიაში ხართ, საბანკოში, სადაზღვევოსა თუ ნებისმიერ სხვა ტიპის ორგანიზაციაში, მასტერკლასის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია ნებისმიერისთვის ფასეული იქნება. 

იაპონური, ამერიკული და ევროპული სერვისების მაგალითების მიხედვით, იუტაკა იამაუჩი მიმოიხილავს სერვისის კულტურულ პერსპექტივებს. იგი ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ ღირებულება არ მოიცავს მხოლოდ მატერიალურ სარგებელს, არამედ პროცესს, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ახალი გზით გამოხატოს საკუთარი თავი.

შეხვედრის ბოლო ნაწილში ჩატარდება ჯგუფური სამუშაო, სადაც მონაწილეები გააანალიზებენ არსებულ სერვისებს და განავითარებენ ინოვაციური იდეებს.


მასტერკლასის პროგრამა

ნაწილი 1: სერვისის მნიშვნელობა ყველა ბიზნესისთვის  - მომსახურება, როგორც ღირებულება ნებისმიერი ორგანიზაციისათვის 

ნაწილი 2: სერვისის კულტურა საქართველოსა და მსოფლიოში - იაპონური სუში კვლევებიდან დაწყებული ფრანგული ღვინის მაგალითებამდე – ჯგუფური მუშაობა ქართული სერვისის ანალიზისთვის 

ყავის შესვენება 

ნაწილი 3: ახალი ღირებულებისათვის ბიზნესის რედიზაინი - ისტორიული სერვისების მაგალითები, როგორებიცაა "სტარბაქსი" და "უნიქლო"; რჩევები სერვისის კულტურის განვითარებისათვის 

ნაწილი 4: მომსახურების ტრანსფორმაციის ქართული გზები - ჯგუფური სამუშაო შერჩეულ ქართულ სერვისებზე – ისტორიული კონტექსტის ანალიზი და თვითგამოხატვის ახალი გზები - უკუკავშირი იუტაკა იამაუჩისგან


მასტერკლასის ფასილიტატორი: პაატა პაპავა – GIPA-ს ტრენერი და Teamboat-ის თანადამფუძნებელი

მასტერკლასის ენა: ინგლისური, თანმიმდევრული თარგმანით ქართულ ენაზე (ჯგუფურ სამუშაოებზე თარგმანი არ იქნება წარმოდგენილი). 

ღონისძიების დაწყებისა და დასრულების დრო: 11:00-15:00, 8 მარტი, 2025 წელი

ლოკაცია: სასტუმრო Room Hotels, Batumi, ქალაქი ბათუმი, საქართველო.

სერტიფიკატი: მასტერკლასის დასრულების შემდეგ, 1 თვის ვადაში, გაიცემა მასტერკლასის დასრულების დამადასტურებელი ციფრული სერტიფიკატი. 


რეგისტრაცია და ღირებულება:

მასტერკლასის ღირებულება: 150 ლარი.

მასტერკლასზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, ქვემოთ მითითებულ რეკვიზიტებზე გადმორიცხეთ თანხა, დანიშნულებაში მიუთითეთ "იუტაკა იამაუჩის მასტერკლასის ღირებულება" და მიუთითეთ მონაწილის სახელი და გვარი.


საბანკო რეკვიზიტები:

  • სს „ თიბისი ბანკი“
  • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
  • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

კორპორატიული ფასდაკლება: იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი კორპორატიული ფასდაკლებები:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*კორპორატიული ფასდაკლების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ:training@gipa.ge