• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • გამოცხადდა გარე მობილობა GIPA-ს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე!

    29 იანვარი, 2025

    გამოცხადდა გარე მობილობა GIPA-ს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე! 

    გარე მობილობა

    მობილობის ფარგლებში, დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ  გადმოვიდნენ და სწავლა გააგრძელონ GIPA-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

    სტუდენტებს მობილობის წესით სწავლის გაგრძელების საშუალება ეძლევათ წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში.

    სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშვება უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდგომ.

    GIPA-ში მობილობის წესით სწავლის გაგრძელების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ  - სსიპ - განათლების ხარსხის განვითარების ეროვნული ცენტრის მობილობის ელექტორნულ პორტალზე.  

    სტუდენტები, რომლებიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მოიპოვებენ GIPA-ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას,  წერილობით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.

    წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

    • პირადობის ასლი;
    • ნიშნების ფურცელი;
    • ატესტატის ასლი;
    • სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის);
    • ფოტოსურათი 3/4;
    • NAEC-სერტიფიკატის ასლი.

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუდიო-ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამებზე მობილობის შემთხვევაში, შემოქმედებითი კონკურსის გავლა სავალდებულოა.

    შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად 3 თებერვლის ჩათვლით. 

    GIPA იტოვებს უფლებას, დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები მობილობის წესით სტუდენტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს შიდა გამოცდასთან, დოკუმენტაციის განხილვასთან ან გასაუბრების წარმატებით გადალახვასთან.

    2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გარე მობილობის ვადები სხვა დანარჩენ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე :

    • გარე მობილობით სარგებლობის მსურველ პირთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა:
      29 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით, 18:00 საათამდე.
    • კომისიის მიერ, გარე მობილობით სარგებლობის მსურველ პირთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და მათთან გასაუბრება: 10 თებერვლიდან 14 თებერვლამდე. 
    • შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელების მიერ გარე მობილობით სარგებლობის მსურველ პირთა კრედიტების აღიარება: არაუგვიანეს 17 თებერვლისა. 
    • უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორების მიერ გარე მობილობით სარგებლობის მსურველ პირთათვის კრედიტების გაცნობა და წერილობითი სახით დადასტურება (თანხმობა ან უარი): არაუგვიანეს 17 თებერვლისა.

    გარე მობილობის სარგებლობის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ შესაბამისი პროგრამის კოორდინატორებს.