• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამები 2025 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

    26 აგვისტო, 2024

    ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამები 2025 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  საერთაშორისო ურთიერთობების და განვითარების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს 2025  წლის გაზაფხულის სემესტრის ერაზმუს+ პროგრამებზე.

    უნივესრიტეტების, სასწავლო საფეხურების/სასწავლო მიმართულებების და ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

    განაცხადის შემოტანა შესაძლებელია არაუმეტეს 3 უნივერსიტეტზე:

    იხილეთ სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1)

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA არანაკლებ 3.0-ისა);  

    ERASMUS + - ის გაცვლით პროგრამაში სტუდენტთა შერჩევის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აქტიური სტატუსის მქონე:

    • ბაკალავრიატის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი საგანანმანათლებლო პროგრამის I-II სემესტრით გათვალისწინებული საგნები და დაგროვილი აქვთ შესაბამისი კრედიტები;
    • მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი საგანანმანათლებლო პროგრამის I სემესტრით გათვალისწინებული საგნები და დაგროვილი აქვთ შესაბამისი კრედიტები;

    ERASMUS + - ის გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:

    • იმ სტუდენტებს, რომლებსაც ერიცხებათ ფინანსური დავალიანება უნივერსიტეტის მიმართ;
    • იმ სტუდენტებს, ვის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური სახდელი და დისციპლინური სახდელის დაკისრებიდან არ არის გასული 1 (ერთი) წელი, ან დისციპლინური სახდელი არ არის ვადაზე ადრე მოხსნილი.
    • იმ სტუდენტებს, რომლებსაც ანალოგიურ საფეხურზე სწავლის პერიოდში უკვე მიღებული აქვთ  ERASMUS + - ის გრანტი;

    ERASMUS + - ის გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:

    • პასპორტის ასლი;
    • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი N1-ის შესაბამისად);
    • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS -  6.0;  TOEFL - 78) ან სხვა შესაბამისად აღიარებული B2 დონის სერტიფიკატი. სერტიფიკატის წარმოდგენისგან თავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომელთაც უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვთ ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი კურსი და მიღებული აქვთ დადებითი შეფასება;
    • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით)
    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);



    საკონკურსო კომისიის მიერ ERASMUS + - ის გაცვლითი პროგრამის კონკურსში სტუდენტების შერჩევის დროს მხედველობაში მიიღება:

    • სტუდენტის აკადემიური მოსწრება (GPA არანაკლებ 3,0-ისა);
    • ინგლისურენოვანი საგნების არჩევის გამოცდილება და შესაბამისი შეფასება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • უფიქსირდება, თუ არა სტუდენტს არადამაკმაყოფილებელი  (F) შეფასება;
    • სტუდენტის ინგლისური ენის ცოდნის დონე;
    • უფიქსირდება, თუ არა სტუდენტს მისი კანდიდატურის განხილვამდე უნივერსიტეტში ანალოგიურ საფეხურზე სწავლის პერიოდში გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში, მათ შორის ERASMUS + - ის გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა; 
    • სტუდენტის მოტივაცია, რომელსაც საკონკურსო კომისია ამოწმებს კანდიდატთან გასაუბრების დროს;
    • სტუდენტის სამომავლო ხედვა, ფოკუსი და კრიტიკული აზროვნება.

    კრედიტების აღიარება: მასპინძელ უნივერსიტეტში აღებული კრედიტების აღიარება მოხდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის შესაბამისი სასწავლო პროგრამის ფარგლებში. 

    შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მასპინძელ უნივერსიტეტში სასურველი საგნების შესარჩევად სტუდენტებმა წინასწარი კონსულტაცია უნდა გაიარონ GIPA-ს შესაბამისი პროგრამის კოორდინატორთან ან/და ხელმძღვანელთან.

    სწავლის საფასური:

    მასპინძელ უნივერსიტეტთან გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში GIPA-ს სტუდენტებს არ მოუწევთ  უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადახდათუმცა, ERASMUS + - ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის განმავლობაში სტუდენტი არ თავისუფლდება ჯიპა-ში შესაბამისი სემესტრის გათვალისწინებული სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან. 

    სტიპენდია მოიცავს: 
    ყოველთვიური სტიპენდია 800-დან 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნორმით

    შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

    შენიშვნა: ერაზმუს+ ძირითადი სტიპენდიის გარდა, ზოგიერთ შემთხვევაში, დამატებით განსაზღვრულია ყოველთვიურად 250 ევროს ოდენობის დახმარება შემდეგი კატეგორიის პირთათვის:

    • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ);

    • ქრონიკული დაავადების მქონე პირი; (როდესაც დაავადება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან საზღვარგარეთ ყოფნისას);

    • სტუდენტი, რომელსაც საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში თან უნდა ახლდეს ბავშვი; 

    • სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტი;

    ამ შემთხვევაში, სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სტატუსის/ვითარების დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი ინგლისურ ენაზე, ან/და ქართულიდან ინგლისურზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (სკანირებული  PDF   ვერსია);

    დაინტერესებულმა სტუდენტებმა / 13 სექტემბრის 19:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი  შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakradze@gipa.ge

    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით  ელ-ფოსტის საშუალებითn.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11

    არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!