• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • გამოცხადდა მიღება საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამაზე

    02 აგვისტო, 2024

    GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს მიღებას საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამაზე:

    დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: 

    • პროფესიული ბიოგრაფია (CV);
    • შევსებული სააპლიკაციო ფორმა; ჩამოტვირთეთ აქ
    • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
    • მაგისტრის დიპლომის დანართი;
    • პირადობის მოწმობის ასლი;
    • ბიომეტრული ფოტოსურათი 3X4 - ზე;
    • სადოქტორო კვლევის პროექტი (მინიმუმ 1000 სიტყვა); იხილეთ ფორმა
    • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატი. (TOEFL (P/B 513 score; I/BT 87score); IELTS (5.5 Band); FCE; BEC Vantage; PTE (General level 3); PTE Academic (59p); Michigan ECCE). ასეთის არ არსებობის, შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შიდა გამოცდის ჩატარებას ინგლისურ ენაში; ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ის კანდიდატები, რომლებსაც დასრულებული აქვთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ;

     

    შიდა მისაღები პროცედურები:

    შერჩევის კრიტერიუმები

    • მოტივაცია;
    • გამოქვეყნებული ან დასაბეჭდად მიღებული სამეცნიერო ნაშრომების არსებობა;
    • დარგის ცოდნა;
    • წარმოდგენილი კვლევის პროექტი;
    • პროფესიული ბიოგრაფიის შეფასება/სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობები.

    საბუთების მიღება მიმდინარეობს ელექტრონულად, 2024 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, ონლაინ მისამართზე: n.tchigvaria@gipa.ge

    დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სადოქტორო პროგრამების ადმინისტრაციულ ხელმძღვანელს _ ქალბატონ ნათია ჭიღვარიას ტელ: 595659556

    შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ თქვენ მაგისტრატურა დამთავრებული გაქვთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან ერთად, უნდა წარმოადგინოთ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.