მობილობის ფარგლებში, დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გადმოვიდნენ და სწავლა გააგრძელონ GIPA-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
სტუდენტებს მობილობის წესით სწავლის გაგრძელების საშუალება ეძლევათ წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში.
სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშვება უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდგომ.
GIPA-ში მობილობის წესით სწავლის გაგრძელების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ - სსიპ - განათლების ხარსხის განვითარების ეროვნული ცენტრის მობილობის ელექტორნულ პორტალზე.
მობილობის მსურველებს პორტალზე რეგისტრაცია შეეძლებათ 28 იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით.
GIPA-ში საბუთების მიღება იწარმოებს 16-17 თებერვალს.
სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ GIPA-ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას, წერილობით უნდა დაუკავშირდნენ შესაბამისი პროგრამის კოორდინატორს.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პირადობის ასლი;
- ნიშნების ფურცელი;
- ატესტატის ასლი;
- სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის);
- ფოტოსურათი 3/4;
- NAEC-სერტიფიკატის ასლი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუდიო-ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამებზე მობილობის შემთხვევაში, შემოქმედებითი კონკურსის გავლა სავალდებულოა.
GIPA იტოვებს უფლებას, დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები მობილობის წესით სტუდენტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს შიდა გამოცდასთან, დოკუმენტაციის განხილვასთან ან გასაუბრების წარმატებით გადალახვასთან.
