გაცვლითი პროგრამები 2024 წლის შემოდგომის სემესტრისთვის

11 მარტი, 2024

გაცვლითი პროგრამები 2024 წლის შემოდგომის სემესტრისთვის

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  საერთაშორისო ურთიერთობების და განვითარების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს 2024  წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლით პროგრამებზე.

უნივესრიტეტების, სასწავლო საფეხურების/სასწავლო მიმართულებების და ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

განაცხადის შემოტანა შესაძლებელია არაუმეტეს 3 უნივერსიტეტზე:

იხილეთ სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1)

გაცვლით პროგრამაში  სტუდენტთა შერჩევის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აქტიური სტატუსის მქონე:

  • ბაკალავრიატის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი საგანანმანათლებლო პროგრამის I-II სემესტრით გათვალისწინებული საგნები და დაგროვილი აქვთ შესაბამისი კრედიტები;

  • მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი საგანანმანათლებლო პროგრამის I სემესტრით გათვალისწინებული საგნები და დაგროვილი აქვთ შესაბამისი კრედიტები;

გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:

  • იმ სტუდენტებს, რომლებსაც ერიცხებათ ფინანსური დავალიანება უნივერსიტეტის მიმართ;
  • იმ სტუდენტებს, ვის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური სახდელი და დისციპლინური სახდელის დაკისრებიდან არ არის გასული 1 (ერთი) წელი, ან დისციპლინური სახდელი არ არის ვადაზე ადრე მოხსნილი.

გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • პასპორტის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS -  6.0;  TOEFL - 78) ან სხვა შესაბამისად აღიარებული B2 დონის სერტიფიკატი. სერტიფიკატის წარმოდგენისგან თავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომელთაც უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვთ ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი კურსი და მიღებული აქვთ დადებითი შეფასება;
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით); 
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);



საკონკურსო კომისიის მიერ გაცვლითი პროგრამის კონკურსში სტუდენტების შერჩევის დროს მხედველობაში მიიღება:

  • სტუდენტის აკადემიური მოსწრება 
  • ინგლისურენოვანი საგნების არჩევის გამოცდილება და შესაბამისი შეფასება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უფიქსირდება, თუ არა სტუდენტს არადამაკმაყოფილებელი  (F) შეფასება;
  • სტუდენტის ინგლისური ენის ცოდნის დონე;
  • უფიქსირდება, თუ არა სტუდენტს მისი კანდიდატურის განხილვამდე უნივერსიტეტში ანალოგიურ საფეხურზე სწავლის პერიოდში გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში, მათ შორის ERASMUS + - ის გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა; 
  • სტუდენტის მოტივაცია, რომელსაც საკონკურსო კომისია ამოწმებს კანდიდატთან გასაუბრების დროს;
  • სტუდენტის სამომავლო ხედვა, ფოკუსი და კრიტიკული აზროვნება.

კრედიტების აღიარება: მასპინძელ უნივერსიტეტში აღებული კრედიტების აღიარება მოხდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის შესაბამისი სასწავლო პროგრამის ფარგლებში. 

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მასპინძელ უნივერსიტეტში სასურველი საგნების შესარჩევად სტუდენტებმა წინასწარი კონსულტაცია უნდა გაიარონ GIPA-ს შესაბამისი პროგრამის კოორდინატორთან ან/და ხელმძღვანელთან.

სწავლის საფასური:

მასპინძელ უნივერსიტეტთან გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, 2024 წლის შემოდგომის სემესტრში GIPA-ს სტუდენტებს არ მოუწევთ  უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადახდათუმცა, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის განმავლობაში სტუდენტი არ თავისუფლდება ჯიპა-ში შესაბამისი სემესტრის გათვალისწინებული სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან. 

შერჩეულმა სტუდენტებმა თავად უნდა დაფარონ საერთაშორისო მგზავრობის, ცხოვრების, სავიზო მოსაკრებლისა და დაზღვევის ხარჯები!

შენიშვნა: გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლის შემთხვევაში, სტუდენტებმა უნდა დაფარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ბიბლიოთეკით სარგებლობის    საფასური, ე.წ. „semester fee”, რომელსაც მასპინძელ უნივერსიტეტში იხდის ყველა სტუდენტი (როგორც გერმანელი, ისე საერთაშორისო) და რომლის ღირებულებაც  შეადგენს დაახლოებით 220 ევროს.

ასევე, ვიზის მიღების დროს შესაძლოა გერმანიის საელჩომ გარანტიის სახით მოითხოვოს დეპოზიტზე გარკვეული თანხის არსებობა (5 თვე - 5*850=4250 ევრო).

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 22 მარტის 19:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი  შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakradze@gipa.ge

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით  ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!