• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • კარიერული განვითარების ტრენინგი

    05 მაისი, 2020

    GIPA-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას 2020 წლის კარიერული განვითარების ტრენინგზე. სპეციალური ტრენინგი განკუთვნილია GIPA-ს კურსდამთავრებულებისათვის და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის.

    აღნიშნული ტრენინგი მოიცავს სამ ეტაპს:

    1. ტრენინგ კურსი;
    2. ინდივიდუალური პორტფოლიოების შექმნა;
    3. პროფესიული პრაქტიკა;

    კურსს გაუძღვება ნანა რობიტაშვილი, GIPA-ს კურსდამთავრებული, რომელიც 5 წელია აქტიურად მუშაობს კარიერული კონსულტირების მიმართულებით. არის ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტი. პროფესიული პრაქტიკა გაიარა აშშ-ში, კალიფორნიაში. კარიერული დაგეგმვისა და განვითარების ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციაში „San Diego Workforce Partnership”.

    მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ტრენინგი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

    დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 11 მაისის ჩათვლით შეავსოთ აპლიკაცია და გამოაგზავნოთ CV მისამართზე career@gipa.ge

    სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3c1HQHY

    დეტალური ინფორმაცია::
    http://bit.ly/2VaIvCC