სტუდენტთა მხარდაჭერის და კარიერული განვითარების ცენტრი

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის მიზანია უნივერსიტეტში სტუდენტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა და სტუდენტებზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, რასაც ცენტრი ახორციელებს საერთო საუნივერსიტეტო მარეგულირებელი აქტების შესაბამისად.ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით:

  • სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა;
  • სტუდენტთა მხარდაჭერა კარიერული განვითარების მიმართულებით;
  • სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნების უზრუნველყოფა;

ცენტრი საქმიანობას ახორციელებს უნივერსიტეტის სკოლების პერსონალის მათ შორის კოორდინატორებისა და ხარისხის მართვის მენეჯერების ჩართულობით, საერთო საუნივერსიტეტო მარეგულირებელი აქტების შესაბამისად. ცენტრის საქმიანობაში, ასევე მონაწილეობენ სტუდენტები, ან სტუდენტური გაერთიანებები, რომლებიც სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მჭიდროდ თანამშრომლობენ ცენტრთან, მონაწილეობენ სტუდენტთა უფლებების უკეთ დაცვის უზრუნველყოფაში, მათი საჭიროებების გამოვლენასა და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების დაგეგმვასა და წარმართვაში.

სტუდენტთა კარიერული განვითარების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად ცენტრი კოორდინაციას უწევს შემდეგი საქმიანობების განხორციელებას:

  • სტუდენტებისათვის პარტნიორ უცხოურ უნივერსიტეტებში განათლების მიღების, სემესტრის გავლის ან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი კონსულტაციების გაწევა;
  • სტუდენტების ინფორმირება ვაკანსიების, სტაჟირებების და სხვა კარიერული შესაძლებლობების შესახებ (უნივერსიტეტში არსებული საკომუნიკაციო საშუალება Career@gipa.ge და სხვა საშუალებებით);
  • ვაკანსიებისა და სტაჟირებების შესახებ შესაბამისი კონსულტაციების გაწევა, როგორიცაა: გასაუბრებებზე გასვლა, შესაბამისი საბუთების, CV-ს, ავტობიოგრაფიის, სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციის და სხვა დოკუმენტების მომზადება;
  • სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სტაჟირებისა და დასაქმების მხარდასაჭერად, საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან მემორანდუმების გაფორმება;
  • უნივერსიტეტში დამსაქმებელთა ბაზის წარმოება, რომლის მეშვეობითაც უნივერსიტეტი აწარმოებს ორმხრივ კომუნიკაციას პოტენციურ დამსაქმებლებთან;
  • შრომის ბაზრის კვლევაში მონაწილეობა, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების განსაზღვრა და საჭიროების მიხედვით , დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილი კადრების პროფესიული უნარების გაუმჯობესება, მოცემულ შედეგებზე დაყრდნობითაკადემიური პროცესის დახვეწა და შესაბამისი კადრების მომზადება;

კურსდამთავრებულთათვის განკუთვნილი სპეციალური ტრენინგების ორგანიზებაში მონაწილეობა (Alumni Upgrading Courses), რაცკურსდამთავრებულებს კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით ცენტრი გეგმავს და ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:

  • სტუდენტური სპორტული ღონისძიებები: სათხილამურო, საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა ტურნირები;
  • უნივერსიტეტის გარე სტუდენტური აქტივობები;
  • სტუდენტური შემეცნებითი ღონისძიებები;
  • სტუდენტების მიერ ინიცირებული სხავადასხვა საქველმოქმედო და სოციალური ღონისძიებები, ასევე, სტუდენტების ინიციატივით განხორციელებული პროექტები;
  • სტუდენტური წარმატებების ამსახველი საერთაშორისო ღონისძიებები;
  • სტუდენტური კვალიფიკაციის განმავითარებელი პროექტები;
  • სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფისათვის ცენტრი მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდენტურ კონფერენციებში.

ცენტრი ასევე უზრუნველყოფს და კოორდინაციას უწევს სხვადახვა საგანმანათლებლო პროგრამებზე ახლადჩარიცხული სტუდენტებისთვის საორიენტაციო/გაცნობითი შეხვედრების ორგანიზებას;

 

 

კონტაქტი

studentscenter@gipa.ge

career@gipa.ge

პროგრამის აღწერილობა

GIPA-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრი კურსდამთავრებულებსა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სთავაზობს კარიერული განვითარების ტრენინგს.

მონაწილეები, შეიძენენ კონკრეტულ უნარებს და ცოდნას, როგორ მოამზადონ ინდივიდუალური პორტფოლიო (CV, სამოტივაციო წერილი, აპლიკაცია), მათ მიერ შერჩეული კონკრეტული ვაკანსიისა ან/და სასწავლო კურსისთვის, დაგეგმონ და განავითარონ კარიერა.

პროგრამის მიზანია, მონაწილეებმა გაანალიზონ თავისი საჭიროებები და შესაძლებლობები. სწორად დაგეგმონ კარიერული განვითარება. პროგრამა სრულად ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული.

პროგრამა, მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

  1. ტრენინგ კურსი

ტრენინგების შინაარსი:

  • შეიცნოსაკუთარი თავიმართო ცვლილებები და შენი დამოკიდებულებები

ჩვენს გარშემო, ბევრი მოვლენა ჩვენგან დამოუკიდებლად  ვითარდება, ამ შემთვევაში, მნიშვნელოვანია ვმართოთ ჩვენი დამოკიდებულებები და ცვლილებები საჭიროებებიდან გამომდინარე. გავაანალიზოთ რა უნარები გვაქვს და რა შესაძლებლობებია ჩვენს წინაშე.

  • მიზნების სწორად დასახვა

განვიხილოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მიზნების სწორად განსაზღვრა და ფორმულირება მომავალი წარმატებისთვის.

  • ისწავლო როგორ ისწავლო; ონლაინ და სხვა საშუალებების გამოყენება

სწავლა არის უნარი, რომელიც შეიძლება გამოიმუშაო. თანამედროვე სამყაროში მრავალფეროვანი შესაძლებლობებია ადამიანის განვითარებისთის. ამ ნაწილში, მონაწილეები, გაეცნობიან მნიშვნელოვან საერთაშორისო შესაძლებლობებს და  შეხვდებიან მოწვეულ სტუმრებს, რომლებიც გააცნობენ სასწავლო და პროფესიული განვითარების პროგრამებს.

  • დროის მართვა

როგორ ვმართოთ დრო და გავიუმჯობესოთ მეხსიერება. მონაწილეები შესწავლიან კომპიუტერულ პროგრამებს და სხვა საშუალებებს, რისი გამოყენებაც დაემხარება მათ დროის მართვაში. ისწავლიან მეთოდებს და სავარჯიშოებს როგორ განივითარონ მეხსიერება.

  • პროფესიულიბრენდირება: რეზიუმე, სამოტივაციო წერილი (ინდივიდუალური შეხვედრები)

თითოეული მონაწილე, ტრენერთან კოორდინაციაში მოამზადებს პროფესიულ პორტფოლიოს. აირჩევა კონკრეტული პროგრამა/ვაკანსია და შედგება შესაბამისი რეზიუმე, სამოტივაციო ან/და ესსე. ეს საშუალებას მისცემს მონაწილეებს პრაქტიკაში გამოიყენონ ის უნარები, რასაც ტრენინგზე ისწავლიან.

  • სამუშაოსძებნის სტრატეგიები და ინტერვიუ

მონაწილეები გაიგებენ რა განსხვავებაა, საჯაროდ გამოქვეყნებული და „დამალულ“ ვაკანსიების, ძებნის ტექნიკებს შორის; გაეცნობიან ყველაზე ეფექტურ სტრატეგიებს სამსახურის მოსაძიებლად;

გაეცნობიან ინტერვიუსთვის მზადების ეტაპებს, ინტერვიუს პროცესს, რთულ კითხვებზე პასუხის გაცემის ტექნიკებს, ინტერვიუს ვიზუალიზაციის საშუალებით.

  • სამსახურშიწარმატება

მონაწილეები ისწავლიან თუ როგორ განსაზღვრონ როლი სამსახურში საკუთარი რესურსებიდან გამოდინარე და როგორ გამოიმუშაონ ლიდერული თვისებები.

  • მომავლისდაგეგმვა

მონაწილეები შეადგენენ ინდივიდულურ გეგმას კარიერის განვითარებისთვის.

  1. ინდივიდუალური პორტფოლიოების შექმნა;

ტრენინგების შედეგად მიღებული ცოდნისა და უნარების საფუძველზე, ინდივიდუალური შეხვედრების რეჟიმში, ტრენერთან ერთად დახვეწენ პორტფოლიოებს, რომლებიც ტრენინგის ფარგლებში შექმნეს.

III. პროფესიული პრაქტიკა;

მონაწილეებიდან, შეირჩევა რამდენიმე კანდიდატი, რომელიც გაივლის პროფესიულ პრაქტიკას. პრაქტიკის განმავლობაში, მენტორობას გაუწევს კურსის ტრენერი. ( მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული ეტაპი განხორციელდება, კოვიდ 19-ით გამოწვეული შეზღუდვების დასრულების შემდეგ)

ტექნიკური აღწერილობა

სწავლის ხანგრძლივობა: 1 თვე, კვირაში ორი შეხვედრა

ტრენინგ კურსის მოცულობა: 24 საათი ( სალექციო და ინდივიდუალური მუშაობა)

ინდივიდუალური მუშაობა ტრენერთან: თითეულ მონაწილეს ექნება ინდივიდუალური შეხვედრები 3 საათიდან - 5 საათამდე;

სამუშაო ენა: ქართული ( სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა)

 

მისაღები პროცედურები:

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გადმოაგზავნონ CV საქონტაქტო მეილზე: career@gipa.ge

 

შერჩევის კრიტერიუმები:

  • კარიერული განვითარების საჭიროება;
  • მოტივაცია;

 

სწავლის საფასური

პროგრამას სრულად აფინანსებს GIPA, კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში.

სერტიფიკატი

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მონაწილეები აქტიურად უნდა ჩაერთონ ტრენინგების პროცესში, მოამზადონ ინდივიდუალური პორტფოლიოები და შექმნან ინდივიდუალური განვითარების გეგმა.

ტრენერი

ნანა რობიტაშვილი - GIPA-ს კურსდამთავრებულია და 5 წელია აქტიურად მუშაობს კარიერული კონსულტირების მიმართულებით.

ნანა არის ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტის გაცვლითი პროგრამის მონაწილე, რომლის ფარგლებშიც შეიმუშავა „კარიერული განვითარების პროგრამა ახალგაზრდების დასაქმების ხელშესაწყობად მუნიციპალურ დონეზე“.

პროფესიული პრაქტიკა გაიარა აშშ-ში, კალიფორნიაში. კარიერული დაგეგმვისა და განვითარების ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციაში „San Diego Workforce Partnership”.

ამჟამად, არის ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილე.

მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. არის სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო პროგრამის მონაწილე.

ირინა ბაქრაძე

ტელ:+995 595 582 260

ელ. ფოსტა: i.bakradze@gipa.ge