როგორც მოგეხენებათ, რამდენიმე კვირის წინ GIPA-ს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU), ბუდაპეშტში, მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ შეჯიბრში (NB Student Simulation Competition), სადაც ჩვენი სტუდენტის, ნათია მიქელბაიას გუნდი პირველ ადგილზე გავიდა.
აღნიშნული კონკურსი რამდენიმე სხვადასხვა უნივერსიტეტში ტარდება მსოფლიოს მასშტაბით და მასში 64 გუნდი მონაწილეობს.
ამჯერად, NASPAA-მ და Batten-ის სკოლამ გლობალური შეჯიბრის გამარჯვებული გამოავლინა, სადაც GIPA-ს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის, ნათია მიქელბაიას გუნდი მეორე ადგილზე გავიდა.