16 მარტიდან, GIPA ინტერაქტიურ სასწავლო რეჟიმზე გადავიდა. შეზღუდულ დროში, პროცესის ეფექტურად წარმართვაში უნივერსიტეტში დანერგილი დისტანციური სწავლების გამოცდილება დაგვეხმარა, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორცეილდებოდა.
ჩვენთვის სტუდენტებისა და ლექტორების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მთავრობის განკარგულების შესაბამისად, უნივერსიტეტმა შეაჩერა აუდიტორიული მუშაობა.
განათლების უწყვეტად მიწოდება ჩვენი მთავარი მისიაა. უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, უმოკლეს ვადაში, მოხდა ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის გადამზადება.
შედაგად, დისტანციური სწავლება მიმდინარეობს უნივერსიტეტში არსებულ ყველა საფუხურის პროგრამაზე - პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და სასერტიფიკატო პროგრამებზე.