GIPA-ს სოფლის მეურნეობისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE) მონაწილეობას იღებს საერთაშორისო გამოფენაში

21 ნოემბერი, 2019

2019 წლის, 20-22 ნოემბერს პროექტი სავაჭრო შესაძლებლობების პილოტირება სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის შექმნით - AgroNet” მონაწილეობას იღებს  სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-19 საერთაშორისო გამოფენაში.  ღონისძიების ფარგლებში პროექტის განმახორციელებელი გუნდი პოტენციურ მოხმარებლებს, ფერმერებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, საცალო და ბითუმად მოვაჭრეებს, ექსპორტიორებს, დამამუშავებლებს და სხვა მეწარმეებს აცნობს ონლაინ პლატფორმას www.agrodeals.net. აღნიშნული ონლაინ პლატფორმა გაზრდის საზღვრისპირა სავაჭრო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს  სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სფეროების მოდერნიზებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.  ინოვაციური ონლაინ სავაჭრო სიცვრცის შექმნა პირდაპირ სარგებელს მოუტანს სოფლის მეურნეობაში მოქმედ და სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულ კერძო და საჯარო პირებს.

გამოფენა გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. დამსწრეებს ასევე  მიესალმნენ თურქეთის და ბელორუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში და იტალიის საელჩოს წარმომადგენელი.

 

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-19 საერთაშორისო  გამოფენა შესაძლებლობას აძლევს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებლებს, ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიმწოდებლებს, შეხვდნენ ქართველ ფერმერებს, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ ერთმანეთში გაცვალონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და აწარმოონ მოლაპარაკებები.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE of GIPA) ახორციელებს საერთაშორისო პროექტს “სავაჭრო შესაძლებლობების პილოტირება სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის შექმნით - AgroNet”. პროექტის პარტნიორები არიან: ELVA საზოგადოებრივი ჩართულობა (საქართველო), ვარნას ეკონომიკური განვითარების სააგენტო - VEDA (ბულგარეთი) და SMART განვითარების ცენტრი (რუმინეთი). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.