საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, პანელური დისკუსია მოეწყო, რომელიც დღევანდელი დღის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს თბილისის გენერალური გეგმის განხილვას მიეძღვნა.
დისკუსიაში, რომელიც მონაწილეთა ხედვას ახალ თბილისზე წარმოადგენდა, მონაწილეობას იღებდნენ ქალაქ თბილისის მერიის ურბანული განვითარების დეპარტამენტის უფროსი დავით ასანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელი ანანო ცინცაბაძე, თბილისის გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გოგი აბაშიძე, ექსპერტი ლევან ხუციშვილი, GIPA-ს კვლევის დეპარტამენტის უფროსი ნანი მაჭარაშვილი და გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.
დისკუსიას მოდერაციას უწევდა მოწვეული ლექტორი როჯერ აკელეი.