• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • სამოქალაქო პროტესტების გაშუქების უფასო ტრენინგს

    27 ივნისი, 2019

     20 ივნისის აქციის დარბევისას, პროფესიული სამუშაოს შესრულების დროს, 32 ჟურნალისტი დაშავდა. აღნიშნული მიუთითებს როგორც დაცვითი საშუალებების არქონა/არგამოყენებაზე, ასევე გაზრდილი რისკის დროს წინასწარი სამუშაო გეგმის არარსებობაზეც.

     შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, GIPA და HEAT Center Georgia გთავაზობთ სამოქალაქო პროტესტების გაშუქების უფასო ტრენინგს.

     ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

    - წინასწარი დაგეგმვის მნიშვნელობა; რისკების შეფასება და დაგეგმვა: ადგილის ანალიზი, მონაწილე მხარეთა ანალიზი, პოზიციების შერჩევა, კომუნიკაციის გეგმა, სამედიცინო გეგმა, გასვლის დაგეგმვა;
    - აღჭურვილობა: ჩაცმულობა, რა ვიქონიოთ და რა არ უნდა ვიქონიოთ თან, სამუშაო აღჭურვილობა, საკომუნიკაციო აღჭურვილობა, გაჯეტების გამზადება, დაცვითი აღჭურვილობა;
    - პროტესტების და არეულობის გაშუქება: როგორ გადავადგილდეთ, რას მივაქციოთ ყურადღება, ვითარების დაძაბვის ინდიკატორები;
    - პირველადი დახმარება: ცრემლსადენი გაზი, ტრავმული დაზიანებები;
    - კრიზისული სიტუაციის გაშუქების შემდეგ: ანალიზი, დებრიფინგი, ფსიქოლოგიური განტვირთვა;

     ტრენერები:
    დავით მძინარიშვილი - ფოტოჟურნალისტი
    გიორგი კუპატაძე - IREX SAFE Initiative
    ირაკლი ანდრონიკაშვილი - უსაფრთხოების კონსულტანტი

     დარეგისტრირდი: https://bit.ly/2FzSho9

     თარიღი: 29 ივნისი
     დრო: 11:00 - 16:00 
     მის.: GIPA, ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა, ბროსეს ქუჩა #2